კონსტანტინე გამსახურდია, სოციალურ ქსელში იხსენებს, რომ 29 წლის წინ დაიწყო სახელმწიფოს გადატრიალების მომხრეთა იერიში მთავრობის სასახლეზე.
„დღევანდელ დღეს, ზუსტად 29 წლის წინ დაიწყო სახელმწიფოს გადატრიალების მომხრეთა იერიში მთავრობის სასახლეზე. როდესაც განვლილს გადავხედე, გამახსენდა ოთარ ჭილაძის ერთი ასეთი გამონათქვამი:
“ერთი კარგი დღე, კარგად დამახსოვრებული ერთი წუთი, ტანჯვის საუკუნეს გადაგატანინებს.”
ზუსტად ასე, როგორც მწერალს ეს ნაგულისხმევი აქვს, ქართველ ერს 1918-1921 წლების დამოუკიდებლობამ და სახელმწიფო აღმშენებლობამ გადაატანინა მე-20 საუკუნის დიდი ღამე; და ზუსტად ასევე ეროვნულ-განმანთავისუფლებელი სულის დიდმა აღმავლობამაც, 1989 წლის 26 მაისიდან 1991 წლის 22 დეკემბრამდე“,_წერს გამსახურდია.