https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    საქართველოს ბანკის „საკუთარ თავთან გზავნილის“ კამპანიას უკვე 28 გამარჯვებული ჰყავს – მიიღეთ შანსი მოიგოთ 1,000 ან 10,000 ლარი

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

    დედის მოგონება

    „დამოუკიდებელი საქართველო“, მაისი, 1939 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

    ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

    გია ხუხაშვილი მიმართვას ავრცელებს

    “რათა, შვილოოოოოოო, რათა” – გრიგოლია

    „ლაშიკო, ძალიან მენატრები“ – სალომე ბაკურაძე გარდაცვლილ მეუღლეზე

    default

    “ულამაზესი რა გიჩვენოთ? ჩემი გურია”- ბადრი ვადაჭკორია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რუსეთში Porsche-ს ყველა ავტომობილი თანამგზავრებიდან დაიბლოკა

    ვლადიმერ პუტინი – რუსეთი აშშ-ის სამშვიდობო გეგმის ზოგიერთ პუნქტს არ დაეთანხმა

    კრემლი: პუტინმა მიიღო აშშ-ის ზოგიერთი წინადადება უკრაინასთან დაკავშირებით და მზადაა მოლაპარაკებები გააგრძელოს

    ვლადიმერ პუტინი: არ ვაპირებთ ევროპასთან ომს, მაგრამ თუ ევროპა დაიწყებს, მზად ვართ

    156 ადამიანი დაიღუპა- ხანძრის მიზეზს იძიებენ (უცხოეთი)

    “საუბარი კონსტრუქციული იყო” – უკრაინის პრეზიდენტი

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    საქართველოს ბანკის „საკუთარ თავთან გზავნილის“ კამპანიას უკვე 28 გამარჯვებული ჰყავს – მიიღეთ შანსი მოიგოთ 1,000 ან 10,000 ლარი

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

    დედის მოგონება

    „დამოუკიდებელი საქართველო“, მაისი, 1939 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

    ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

    გია ხუხაშვილი მიმართვას ავრცელებს

    “რათა, შვილოოოოოოო, რათა” – გრიგოლია

    „ლაშიკო, ძალიან მენატრები“ – სალომე ბაკურაძე გარდაცვლილ მეუღლეზე

    default

    “ულამაზესი რა გიჩვენოთ? ჩემი გურია”- ბადრი ვადაჭკორია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რუსეთში Porsche-ს ყველა ავტომობილი თანამგზავრებიდან დაიბლოკა

    ვლადიმერ პუტინი – რუსეთი აშშ-ის სამშვიდობო გეგმის ზოგიერთ პუნქტს არ დაეთანხმა

    კრემლი: პუტინმა მიიღო აშშ-ის ზოგიერთი წინადადება უკრაინასთან დაკავშირებით და მზადაა მოლაპარაკებები გააგრძელოს

    ვლადიმერ პუტინი: არ ვაპირებთ ევროპასთან ომს, მაგრამ თუ ევროპა დაიწყებს, მზად ვართ

    156 ადამიანი დაიღუპა- ხანძრის მიზეზს იძიებენ (უცხოეთი)

    “საუბარი კონსტრუქციული იყო” – უკრაინის პრეზიდენტი

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ერთი ნაჩუქარი ბაჭიით დაწყებული საქმე: “ბოცვრის მოშენება ყველა ოჯახმა უნდა შეძლოს”

7:04; 2.04.2021
კარმიდამო ჩემი
Share on FacebookShare on TwitterEmail

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაამაღლებაში მცხოვრები, მრავალმხრივი საოჯახო მეურნეობის მესაჭე ტარიელ ჯიბუტი, ჭიშკართან მისვლისთანავე გვეუბნება:

_ ერთი ბაჭიით და მარნით დავიწყე საქმე და კარგია, თუ ასე სახელგანთქმული გავხდი… მარანს რატომ ვახსენებ, იცით? ვაზი და ღვინო ქართველი კაცის ძარღვი და სისხლია. ბოლო დროს, გურული ჯიშების გაშენებაზე ბუმია და ჩემზეც აღმატებულად იმოქმედა. ბოცვრის ნაკელი (ცურცლი) ერთ-ერთი საუკეთესო გამანოყიერებელი ნიადაგისთვის. საკმიელას მოშენებას მივყევი ხელი. სხვა გურული ჯიშებიც “შემოვიშენე” _ ჯანი, ჭუმუტა, კამური, ცივჩხავერა… როცა ბოცვრის ბაჭია შვილიშვილს აჩუქეს, აღმოჩნდა, მდედრობითი სქესის იყო. გადავწყვიტე, გამეზარდა. მერე ინტერნეტს მივუჯექი ახლანდელი ახალგაზრდებივით და ვისწავლე, მარა რა ვისწავლე, _ ხუმრობს და სიცილს ვერ იკავებს ჩვენი გულღია მასპინძელი.

მართლაც, საგულდაგულოდ მოვლილ კარმიდამოში, სადაც ვაზის, ხეხილოვნების, თხილის ნარგავების სიმრავლეა, ყველა კუთხეშია განთავსებული ბოცვრის გალიები. სათვალავი არ აქვს, თუმცა, მაინც ვეკითხები: _ ხუთასი იქნება? პასუხს არ აგვიანებს: _ კი, მგონი… იყოს, რამდენიც გინდა, _ კვლავ იუმორი ეძალება ტარიელ ჯიბუტს და მიგვიძღვება სანაშენეში, მერე კი ღია სივრცეში, სადაც არაერთგან არის განთავსებული გალიები. ყველა გალიიდან ნაირნაირი ფერის და სიდიდის ბოცვრები იცქირებიან.

_ ის ბაჭია, მდედრობითი სქესის რომ აღმოჩნდა, მოვუძებნე მეწყვილე. დავიწყე კალიფორნიული ჯიშით. მალე იზრდება, მეხორცული ჯიშია. მერე ახალზელანდიური, საბჭოური შინშილას და გერმანული რიზელის ჯიშისაც შევიძინე და დავიწყე შესაბამისი შეჯვარება. თავიდან კალიფორნიული კალიფორნიულს რომ შევაჯვარე, სუსტი გამოდგა. მერე დავიწყე შერეული ჯიშების გამოყვანა და გაამართლა. გამძლე, შედარებით ადვილად მოსავლელია _ მალე მრავლდება, მალე იზრდება, გემო და სასარგებლო თვისებები ხომ, ბოცვრის ხორცს უნიკალური, საუცხოო აქვს. ყველა ოჯახმა უნდა მოაშენოს. ზოგადად, ცხოვრება გაჭირდა, მაგრამ სოფელში მცხოვრებ, მიწის მფლობელ ჯანმრთელ კაცს რომ მოშივდება, ის უნდა დატოვო იმ შიმშილთან და გაჭირვებასთან, _ გვეუბნება ბატონი ტარიელი.

ბოცვრის ფერმა მის საოჯახო-სამეურნეო საქმიანობაში წინა პლანზე წამოიწია. სულ სამი წელია, რაც ამ საქმეს ხელი მიჰყო. ამბობს, რომ ახლა მისი უმთავრესი საქმიანობა ვაზის და ბოცვრის მოვლაა, თუმცა, აქვს საყანე ფართობი, ოჯახში ჰყავთ მეწველი ძროხა, ქათმები, ღორი. ერთი სიტყვით, შერეული მეურნეობის ტიპს განეკუთვნება ტარიელ ჯიბუტისა და თამარ ყაჭეიშვილის საოჯახო სამყარო. თუმცა, როგორც დასაწყისში ვთქვით, ახლა ყურადღების ცენტრში ბოცვერია. მცირე ბიზნესის დაწყებაც ამ კუთხით გადაწყვიტეს.

ბატონი ტარიელი ამბობს, რომ როცა ბოცვრის მომრავლება დაგეგმა, მის გამოკვებაზეც სერიოზულად იფიქრა, რომ ყველაზე მთავარი ნიშა _ ბიოპროდუქციის მწარმოებლის სტატუსი ჰქონოდა. 3 000 კვ.მ. ფართობზე სოიო დათესა. სიმინდი ისედაც მოჰყავდა.

_ მე ის მიკვირს, სახელმწიფო რატომ არ უნდა აფინანსებდეს ისეთ პროექტს, სადაც მებოცვრეობის მოშენებაზე იქნება აქცენტი. თუ მოვლის საქმეს ერთგულად მიჰყვები, ქათამზე და ყველა შინაურ ცხოველ-ფრინველზე ადვილი მოსავლელია. რაოდენობით, ხარისხით, შემოსავლის და სარგებელ-მარგებლიანობით არათუ ჩამოუვარდება რომელიმეს, უკეთესიცაა. სხვა რა უნდა გვინდოდეს? უქოლესტერინო ბოცვრის ხორცზე რასაც ინტერნეტში ვკითხულობ და საკუთარ სახლშიც გამოვცადე მისი უპირატესობა და სარგებლიანობა, სხვა რით უნდა დავკავდე და დავინტერესდე? _ გაკვირვებული სვამს კითხვას ჩვენი მასპინძელი.

ბატონ ტარიელს, როგორც თავად ამბობს, მომხმარებლებიც ჰყავს სხვადასხვა რესტორნიდან. პანდემიის პირობებში, მყიდველთა რაოდენობა შემცირდა. მიიჩნევს, რომ ერთი კილოგრამი ბოცვრის ხორცი 18 ლარადაც იაფია. ეს არის დღეს არსებული ფასი.

თუ როგორია ბოცვრის მოშენება-მოვლის თანმიმდევრული წესი, ტარიელ ჯიბუტი გვარწმუნებს, რომ გაცილებით ადვილია, ვიდრე რომელიმე შინაური ცხოველის თუ ფრინველის მოვლა და მზადაა, ყველა დაინტერესებულ მეურნეს დაეხმაროს რჩევებით:

_ ბოცვერს, რაც მთავარია, საკვები არ უნდა მიაკლო და სიცხემ არ უნდა შეაწუხოს. დღეში ორჯერ ვაძლევ საკვებს _ დილას და საღამოს, ბალახს, სტაფილოს თუ კომბოსტოს ნარჩენებს. ეს რომ უყვარს, ბავშვობაშიც გვაქვს ნასწავლი, სხვა თუ არაფერი. ერთ თვემდე მაკეობს. 15-მდე ბაჭიას შობს. თუმცა, 7-8 ცალს ვუტოვებ, რომ მალე გაიზარდონ და დედა ზედმეტად არ გადაღალონ. ერთი თვის შემდეგ, დამოუკიდებელ კვებას იწყებენ. ერთი სასაცილო ამბავი უნდა გითხრათ _ ზოგი მეუბნებოდა, დედა ბოცვერს 15 დღე არ უნდა შეხედო, როცა ბაჭიებს შობს, თორემ ყველა დაიღუპებაო (იცინის). “თვალის ცემის” ასეთ გაგებაზე, ერთ-ერთ ჩემს ფეისბუკმეგობარს ვუამბე _ მასაც ჰყავს ბოცვრები. სასაცილოდ არ ეყო. მითხრა, “შენ თავად თუ გაანადგურებ, უკეთეს წესს ვერ მოიფიქრებო. იქნებ, გაიჭყლიტა რომელიმე ბაჭია, ჭამა და წყალი არ უნდა? ან წამალი სჭირდება, რა იცი, რა გაუჭირდება ამ 15 დღის მანძილზეო”.

ტარიელ ჯიბუტის თქმით, განსაკუთრებულ მკურნალობასაც არ ითხოვს ბოცვერი. უმეტესად, ბაჭიების შობის შემდგომ სჭირდება ცოტა თერაპიის ჩატარება და ასევე, ბეწვის დამუშავება უსუნო პრეპარატით. სამი თვის ბოცვერი სამ კილოგრამამდე იწონის, რაც ასაკის შესაბამისად, საუკეთესო შედეგია.

_ ყველაფერი ხარისხიანი აქვს. ბოცვრის ქონს ვერც ერთი მალამო ვერ სჯობს. ადრე, კომუნისტების დროს, კი იყო ბოცვრის ფერმები, მაგრამ მაინც მაგ კომუნისტებმა შეურაცხყვეს გლეხის სტატუსი _ საკუთრებაში არ უნდა გყავდეს ბევრი, ჩვენ უნდა დავთვალოთ, რამდენი ძროხა თუ ინდაური გყავთო. მე ახლა ინდაურებიც ბევრი მყავს. ბოცვერიც ხომ მოვაშენე და ეს რომ ასე ყოფილიყო სულ, ქვეყანა უფრო წინ იქნებოდა. კი იყო კომუნისტების დროს მებოცვრეობის ბევრი სანაშენე მეურნეობა, მაგრამ სად, ვისთვის და რატომ ყიდდნენ, ამას კერძო პირს, გლეხს არავინ ეკითხებოდა. დღეს, ძირითადად, დაკარგულია მებოცვრეობის დარგი და რომ მოძლიერდეს, სახელმწიფომ უნდა იფიქროს გლეხის ამ კუთხით დაფინანსებაზე. თვითონ გლეხმაც უნდა გამოიღვიძოს, შრომა არ დაიზაროს და ასე ერთობლივად, ეკონომიკური სიძლიერე მოვა ჯერ ოჯახში და მერე ქვეყანაში. მეტი პოპულარობა, მეტი რეკლამა… თუ რას ეძახით? გაპიარება სჭირდება ბოცვრის ხორცს, _ იცინის ბატონი ტარიელი.

ამ დროისთვის, როგორც გვეუბნება, 30 დედა ბოცვერი გაჩერებული ჰყავს. შეჯვარება რომ მოახდინოს, 150-მდე ბაჭიას მიიღებს ერთ თვეში, რასაც საგანგებო მზრუნველობა სჭირდება. მალე ბალახი წამოვა, უფრო დათბება და მისივე თქმით, უფრო ორიენტირებულ შედეგზე გავა.

ჩვენი რესპონდენტი, როგორც ვთქვით, მზად არის, ყველა დაინტერესებულ პირს, მოტივირებულ მეურნეს გაუწიოს დახმარება; ურჩიოს, როგორ მოაშენოს ბოცვერი. თუმცა, ხაზგასმით ამბობს, რომ მაქსიმალურად მოტივირებული შრომა უნდა ჩაიდოს ამ საქმეში, თუ გვინდა, რომ შედეგი მივიღოთ. წუხს იმაზე, რომ შრომა ეზარებათ, თორემ ეს საქმე საკმაოდ ადვილია.

_ უმეტესობას რომ ეყოლება, საუცხოო ხორცსაც მიირთმევს და ამდენ გაყინულ ხორცს, ქათამია თუ ღორი, არ შემოგვაჩეჩებენ. სახელმწიფომ უფრო მეტად იმაზე უნდა იზრუნოს, ხალხმა მოაშენოს, ყველას ჰყავდეს ბოცვერი. ნაკლებად უნდა იყვნენ დაინტერესებულები გაყინული ხორცის შემოტანით, რაც ერთეულ პირებს აძლევს დიდ შემოსავალს. ხალხი კი ვერ ახერხებს წარმატებულ ეკონომიკური საქმიანობას. ესაა პრობლემის არსი, _ ამბობს წარმატებული ფერმერი და ბოლოს ოჯახურ იდილიაზეც საუბრობს:

_ ჩემი მეუღლე, თამარ ყაჭეიშვილი ჩემივე თანასოფლელია. შორს არ გავუშვი! ერთ ენაზე ვსაუბრობდით. აბა, სხვა რომ მომეყვანა, როგორ მესწავლებინა გურული “მოი, წაი”? ოთხი ქალიშვილი მყავს. ორ-ორი ქორწილი მქონდა, თითო წელში და რომ მცოდნოდა ასე ადვილად გაფრინდებოდნენ, კიდე ვიფიქრებდი მომდევნო ოთხზე. აბა, რაფერ?! ცხრა შვილიშვილი მყავს და ვუგზავნი სულ სამწვადედ თუ ჩაქაფულისთვის ბოცვრის ხორცს. მე სანადიროდ წასვლა აღარ მჭირდება. ადრე დავრბოდი და ახლა რეიზა უნდა გევიქცე, კურდღელი სახლში მყავს და ღვინო მარანშია. დადიან მეგობრები, ახლობლები, შვილები, შვილიშვილები და მიხარია ეს წუთისოფელი. თუ ვარგიხარ კაცი, შრომასაც ძალიან შედეგიანად მოასწრებ და ლხინსაც, _ ენაწყლიანობაც მოიშველია და ქალბატონ თამარს გასძახა, ბოცვრის მწვადი მოართვი ჩვენს სტუმრებს, მე აი ბოცვრები უფრო სტუმრებიზა და ახლობლებიზა მყავს, ვიდრე ფულის საკეთებლადო.

გურულ სტუმართმოყვარე “ყაძახს” სად გაექცევით? ჩადგა კარში და “მიგვრეკა” სუფრასთან, სადაც სადღეგრძელოს “დავალებაც” მოაყოლა, ამბავი მიმიტანეთ მთავრობასთან მოსიარულე კაცებთან, ყური მეტად მოადეთ გლეხკაცის გულს და კარმიდამოსო…

წარმატებულ, კვლავ დაუღალავ შრომას ვუსურვებთ გარჯისა და სიყვარულის ენაზე მოსაუბრე, დაუღლელ გურულ კაცს, ტარიელ ჯიბუტს, ვის კარმიდამოზეც თვალის გადავლება ბევრად მეტს ეუბნება მნახველს, ვიდრე ერთი სტატია.

გაზიარება3Tweet2Send

ამავე კატეგორიაში

ჩვენი რჩევები

რატომ არ შეიძლება უმი ქათმის გარეცხვა მომზადებამდე

09:41; 5 სექტემბერი, 2025
ჩვენი რჩევები

როგორ მოვიშოროთ ბუზები და კოღოები ქიმიური პრეპარატების გარეშე

12:26; 5 ივლისი, 2025
ჩვენი რჩევები

რა არ უნდა მიირთვათ მშიერ კუჭზე

09:59; 6 მარტი, 2025
ჩვენი რჩევები

კვერცხი წონის დაკლებას უწყობს ხელს

09:58; 6 მარტი, 2025
ჩვენი რჩევები

წიწიბურას დიეტა

09:55; 6 მარტი, 2025

"ქართული ოცნება" პოლიტსაბჭოს სხდომას გამართავს

"ბაღში ძლიერი დამწვრის სუნი იგრძნეს და სახანძრო გამოიძახეს" _ ევაკუირებულია აღსაზრდელები და მასწავლებლები

ყველა სიახლე

სამართალი

პროკურატურამ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თანხის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

13:02; 5.12.2025
საზოგადოება

“მოთხოვნილ ინფორმაციას, ამ ეტაპზე, ვერ მოგაწვდით” _ სენაკის მერი “გურია ნიუსს”

12:48; 5.12.2025
საზოგადოება

სეს-მა რძის შემცველი პროდუქტების საწარმოს საქმიანობა შეუჩერა

12:01; 5.12.2025
სამართალი

გიორგი სახოკია: პოლიციამ ბოლო 48 საათში 75 პირი დააკავა

11:47; 5.12.2025
საზოგადოება

რატომ გამოაცხადა მუნიციპალური განვითარების ფონდმა გურიასა და აჭარაში 55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობის ტენდერი

11:12; 5.12.2025
სამართალი

დიდი ოდენობით ჩადენილი ქურდობის ფაქტზე ორი პირი დააკავეს

10:23; 5.12.2025
ზაფრანი

ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომელთა წარმომადგენლებიც 2026 წელს ფინანსურ ჯეკპოტს მოიგებენ

10:17; 5.12.2025
ფეისბუქსტატუსები

“გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

9:59; 5.12.2025
საზოგადოება

“ავტომობილის შეჯახების შედეგად გაზსადენი დაზიანდა”

9:54; 5.12.2025
საზოგადოება

“ყურადღებით იყავით!”- პედიატრი მშობლებს მიმართავს

9:42; 5.12.2025
ფეისბუქსტატუსები

ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

9:28; 5.12.2025
საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

9:14; 5.12.2025
სამართალი

ავარია მაგისტრალზე – როგორია დაშავებულთა მდგომარეობა

8:57; 5.12.2025
პოლიტიკა

2026 წლიდან კერძო უნივერსიტეტების პირველკურსელები სახელმწიფოსგან დაფინანსებას ვეღარ მიიღებენ

18:02; 4.12.2025
ფინანსები

თიბისი x ილია თოფურია – მთავარია ჯიუტად გჯეროდეს მიზნის

17:54; 4.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

9:59; 5.12.2025
0

ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

9:28; 5.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო