საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მთავარი არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შეწყალების გადაწყვეტილება ქვეყნის ინტერესებშია.
“ეს არის ის გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის არის მის ინტერესებში, მე ასე მიმაჩნია და ამიტომ მივიღე [გადაწყვეტილება], არ მივიღე იმიტომ, რომ მსიამოვნებდა, არ მივიღე იმიტომ, რომ ეს ჩემთვის ძნელი გადაწყვეტილება არ იყო. ისიც მინდა გითხრათ, რომ ყველა გადაწყვეტილება შეწაყლებაზე არის ძალიან რთული, ძალიან მტკივნეული და არ არის საჭირო, რომ ვიღაცებმა ყოველდღიურად გამომიგზავნონ ნიკა გვარამიას ნათქვამები ჩემზე. კარგად მახსოვს და მე თუ შევიწყალე, შევიწყალე ამ მეხსიერებითაც. მახსოვს, მაგრამ ეს არ არის მთავარი, ჩემზე ვინ რა თქვა”, – ამბობს ზურაბიშვილი.
ზურაბიშვილმა გვარამია 22 ივნისს შეიწყალა.