“პუბლიკას” ინფორმაციით, ზურაბ ჯაფარიძის ადვოკატებმა მოსამართლე ირაკლი შვანგირაძეს დარბაზის შეცვლა კიდევ ერთხელ სთხოვეს. მოსამართლემ კვლავ უარი განაცხადა, რის შემდეგაც ადვოკატებმა სხდომის დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს.
„მოგეხსენებათ, მე არ ვარ საზოგადოებრივი ადვოკატი და მე ზურას სურვილით ვარ სასამართლო დარბაზში, შესაბამისად, როდესაც ზურად აღარ აქვს სურვილი, რომ ჰყავდეს ადვოკატები სასამართლო დარბაზში, მე იქ არც მორალური და არც სამართლებრივი ვალდებულება არ მაქვს. […] ჩვენ შევთავაზეთ სასამართლოს სხდომის გადადება, 6 საათის შემდეგ, რაც ლოგიკურია, თუმცა სასამართლო გაჯიუტდა ამ გადაწყვეტილებაში და არ მიიღო სამართლიანი გადაწყვეტილება. იმიტომ, რომ ისედაც პატარა დარბაზი იყო, შეუძლებელი იყო ფაქტობრივად იქ გაჩერება. 6 საათის შემდეგ ჩვენ კიდევ შევთავაზეთ, რომ სხვადასხვა დარბაზები იყო თავისუფალი და გადავსულიყავით, გაგვეგრძელებინა მუშაობა, ჩვენ არ გვქონდა ამის სურვილი, რომ დაგვეტოვებინა დარბაზი. ჩემ პროფესიაში პირველი შემთხვევაა თითქმის 8 წლის განმავლობაში, რომ სასამართლო დარბაზი დავტოვე, მაგრამ ეს იყო ზურას გადაწყვეტილება და მე პატივს ვცემ მას, როგორც გადაწყვეტილების მიმღებს, რა თქმა უნდა, მის მხარეს ვარ და ვეთანხმები ამ გადაწყვეტილებაში, ის ვეღარ ხედავს ვერანაირ მიზეზს, თუ რატომ შეიძლება ჰყავდეს ადვოკატი, იმიტომ, რომ ადვოკატის საშუალებით არცერთი შუამდგომლობა არ დაუკმაყოფილდა“, – თქვა ზურაბ ჯაფარიძის ადვოკატმა სხდომის დატოვების შემდეგ.

































































