reuters– ის ინფორმაციით, ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ ხუთშაბათს განაცხადა, რომ პაკისტანი წყალს იმ მდინარეებიდან არ მიიღებს, რომლებზეც ინდოეთს უფლებები აქვს.
„პაკისტანს მოუწევს მძიმე ფასის გადახდა თითოეული ტერორისტული თავდასხმისთვის… პაკისტანის არმია გადაიხდის ამას, პაკისტანის ეკონომიკა გადაიხდის“, – განაცხადა მოდიმ პაკისტანის მოსაზღვრე ჩრდილო-დასავლეთ შტატ რაჯასტანში გამართულ საჯარო ღონისძიებაზე.
გავრცელებული ინფორმაციით, ინდუსის წყლის ხელშეკრულების მიხედვით, პაკისტანის ფერმების 80%-ს წყლით უზრუნველყოფს ინდოეთიდან გამომავალი სამი მდინარიდან, თუმცა პაკისტანის ფინანსთა მინისტრმა ამ თვეში განაცხადა, რომ მის შეჩერებას „არანაირი დაუყოვნებელი გავლენა“ არ ექნება.
მოდის კომენტარზე პაკისტანს დაუყოვნებელი რეაგირება არ მოუხდენია.