ეს ხალხი, მგონი, საკუთარი დედის გინებაზე არ აღშფოთდებოდა ისე, როგორც აღშფოთდა პუტინის გინებაზე,”- აღნიშნული განცხადება ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, აკაკი ბობოხიძემ ტვ პირველის ეთერში გააკეთა.
“გიორგი გაბუნიამ რუსეთის პრეზიდენტს რუსულად აგინა. მისი გამონათქვამები დაგმეს პრეზიდენტმა, პრემიერმა, პარლამენტის თავმჯდომარემმ და ქართული ოცნების დეუტატებმა. საგარეო უწყებამ გაბუნიას გინება პროვოკაციად შეაფასა, რომელიც “რუსეთთან ურთიერთობის კიდევ უფრო დაძაბვას” ემსახურება. სამინისტრომ საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, რუსთავი 2-ის და გიორგი გაბუნიას “ქმედებებს შეფასება მისცენ”, თბილისის მერმა კი თქვა, რომ მმართველი გუნდი “ამ პროვოკაციას მკაცრი რეაგირების გარეშე არ დატოვებს”. ასევე გუშინ ღამე, რუსთავი 2-ის შენობასთან ხალხი შეიკრიბა გაბუნიას არხიდან წასვლის მოთხოვნით.
სამარცხვინოა და უცოდინრობის ზეიმია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართვა საერთაშორისო საზოგადოებაზე, რომ შეფასება გააკეთონ და მე არ ვიცი, ახლა გაერო-მ რეზოლუცია უნდა მიიღოს გაბუნიას განცხადებასთან დაკავშირებით, თუ რა უნდა ქნან, მაგრამ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მავნებლურია, როდესაც საქართველოს მოსახლეობაში აღვივებენ ისედაც არსებულ შიშს, რომ პუტინმა შეიძლება ამის გამო დაგვღუპოს. პუტინს თუ უნდა საქართველოს დაბომბვა, ის რამენაირად მოძებნის მიზეზს,“ – განაცხადა ბობოხიძემ.