https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება კვების ობიექტებში სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის 15 სექტემბერს

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რუსეთ-უკრაინის ომი: უკრაინის კონტრიერიში ლიმანისკენ, რუსული დრონების ახალი ტალღა და კრემლის მზარდი პრობლემები საწვავის სექტორში

    რუსეთ-უკრაინის ომი: 15 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    რუსეთ-უკრაინის ომი: 14 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    Associated Press: “ტრამპის შვილის ქორწილი პუტინის მეგობარმა ასობით ათასი დოლარით დააფინანსა”

    რუსეთ-უკრაინის ომი: 13 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“ეს მძიმე ტვირთი იქნება”- როგორ აისახება დენის გაძვირება მოსახლეობაზე?

18:09; 30.03.2026
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი 5 თეთრით იზრდება. ამასთან, პირველი აპრილიდან ელექტროენერგიის ტარიფი გაიზრდება კომერციული სექტორისთვისაც.

უფრო კონკრეტულად, თუ აქამდე თბილისში მცხოვრები აბონენტები ყოველთვიურად 0-იდან 101 კილოვატამდე ელექტროენერგიას მოიხმარდნენ და ერთ კილოვატში 15,041 თეთრს იხდიდნენ, 1-ელი აპრილიდან ტარიფი 20,041 თეთრამდე გაეზრდებათ. 101-301 კილოვატ საათის ჩათვლით მომხმარებლებისთვის ტარიფი 19.053 თეთრიდან 24,053 თეთრამდე მოიმატებს, ხოლო, 301 კილოვატზე მეტი ელექტროენერგიის მომხმარებლებისთვის ტარიფი 23.537 თეთრიდან 28,537 თეთრამდე გაიზრდება.

რეგიონებში “ენერგო პრო ჯორჯია” იმ მომხმარებლებს, რომლებიც 0-იდან 101 კილოვატამდე ელექტროენერგიას მოიხმარდნენ, ტარიფი 15.041 თეთრიდან 20.041 თეთრამდე ეზრდებათ, 101-301 კილოვატ საათის ჩათვლით მომხმარებლებისთვის ტარიფი 19.053 თეთრიდან 24.053 თეთრამდე იზრდება, ხოლო 301 კილოვატზე მეტი ელექტროენერგიის მომხმარებლებისთვის ტარიფი 23.537 თეთრიდან 28.537 თეთრამდე გაიზრდება.

ასევე, სემეკის გადაწყვეტილებით, ელექტროენერგიის ტარიფი გაიზრდება კომერციული სექტორისთვისაც. ზრდა საშუალოდ, 5-6 თეთრით დაფიქსირდება. კერძოდ, სემეკის გადაწყვეტილებით, კომერციული სექტორისთვის, 110-35 კვ.მდე არსებული ტარიფი _ 25.267 გაიზარდა 5.055 თეთრით და გახდა 30.322.

10-6-3.3 კვ.მდე ასევე გაიზარდა და 27.880-ის მაგივრად, განისაზღვრა 34.632-ით. რაც შეეხება 380-220 კვ.მდე არსებულ ტარიფს, 28.961 თეთრის მაგივრად, 35.731 თეთრი იქნება.

როგორს სემეკში განმარტავენ, ტარიფის მატებაზე, ძირითადად, გავლენა იქონია როგორც იმპორტდამოკიდებულებამ, ასევე, ელექტროენერგიის შესასყიდი ფასის ზრდამ, ამასთანავე, ტარიფის ზრდას იწვევს ინვესტიციების მოცულობაც, თუმცა, ამ მოცულობის ინვესტიციამ, რაც ახალ სატარიფო პერიოდშია გათვალისწინებული, უნდა უზრუნველყოს გამანაწილებელი სისტემის ეტაპობრივი მოწესრიგება და ელექტროენერგიის გათიშვების შემცირება.

“ახალი ტარიფების ფარგლებში ავარიული გათიშვების შემცირებისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისათვის ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელში, სემეკთან შეთანხმებით უპრეცედენტო მოცულობის ინვესტიციები განხორციელდება. შედეგად მოსახლეობას ექნება უკეთესი ელექტრომომარაგება და ადგილი აღარ ექნება ხშირ წყვეტებს. 

სს “ენერგო პრო ჯორჯია” 2026-2030 წლების განმავლობაში, წელიწადში, საშუალოდ 200 მლნ ლარის ინვესტიციას განახორციელებს _ ჯამურად, 1 მლრდ ლარამდე. ამასთან, კომპანია, მესამე მხარის დაფინანსებით, დამატებით უზრუნველყოფს 3 წლის განმავლობაში ჯამურად 129 მლნ ლარის ინვესტირებას განაწილების ქსელში, რომელიც სამომხმარებლო ტარიფში არ აისახება.

სს “თელასის” მიერ მომდევნო 5 წლის განმავლობაში გასახორციელებელი ინვესტიციები 400 მილიონ ლარს აღემატება. ქ. თბილისში გასახორციელებელი ინვესტიციების აღნიშნული მოცულობა სემეკმა 2025 წლის დეკემბერში შეითანხმა.

ჯამში, მომდევნო წლების განმავლობაში ელექტროენერგიის ქსელის რეაბილიტაციისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით 1,5 მლრდ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება. 1,5 მლრდ ლარზე მეტი მოცულობის ინვესტიცია ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელში პირველად განხორციელდება, რაც გულისხმობს ავარიული წყვეტებისა და ელექტროენერგიის მიწოდების კუთხით არსებული პრობლემების მოკლე დროში გადაჭრას.

ინვესტიციების განხორციელებით მთლიანობაში გაუმჯობესდება გამანაწილებელი ქსელის მდგომარეობა, შესაძლებელი გახდება განახლებადი ენერგიების შეუფერხებელი ინტეგრაცია ქსელში და ამასთან, ბიზნეს სექტორს დამატებით მისცემს შესაძლებლობას განახორციელოს სხვადასხვა ენერგოპროექტები.

ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, სემეკმა მიიღო ოპტიმალური გადაწყვეტილება და ტარიფები დაადგინა იმ ოდენობით, რაც აუცილებელია კომპანიების სტაბილური ფუნქციონირებისათვის. ტარიფში გათვალისწინებულია ინვესტიციების მხოლოდ ის მოცულობა, რაც უზრუნველყოფს კომპანიის სტაბილურ ფუნქციონირებასა და მომხმარებლებისთვის ხარისხიანი მომსახურების გაწევას. ინვესტიციების შეთანხმებისას სემეკმა გაითვალისწინა კომპანიების მიერ რესურსებზე წვდომის შესაძლებლობა. დეტალური ანალიზის შედეგად, შესაძლებელი გახადა ტარიფი გაზრდილიყო მინიმალურად და დაბალანსებულად, როგორც მომხმარებლებისათვის, ასევე კომერციული სექტორისათვის, რათა თავიდან იყოს აცილებული კომერციული სექტორისთვის ტარიფის ორნიშნა მატება.

აღსანიშნავია, რომ 2024-2025 წლებში საქართველოს მასშტაბით, ელექტროენერგიის ტარიფი 3 თეთრით იყო შემცირებული. შესაბამისად, 2023 წელს მოქმედ ტარიფთან შედარებით, ახალი ტარიფი, ფაქტობრივად მხოლოდ 2 თეთრით გაიზარდა. 2023 წელს ტარიფების შემცირებაზე ზეგავლენა იქონია ჰიდროელექტროსადგურ “ენგურჰესის” რეაბილიტაციის შედეგად იაფიანი ელექტროენერგიის წილის ზრდამ ელექტროენერგიის შესყიდვის მთლიან კალათაში, მაღალი ჰიდროლოგიის მაჩვენებლებმა, ასევე 2022-2023 წლების ზამთრის პერიოდში თბოსადგურების საშუალებით გამომუშავებული იაფიანი ელექტროენერგიით იმპორტირებული ენერგიის ჩანაცვლებამ. მთავრობის სწორი პოლიტიკის შედეგად, სემეკმა შეძლო 2 წლის განმავლობაში შეენარჩუნებინა შემცირებული ტარიფი, მაშინ როდესაც სხვადასხვა ქვეყანაში ტარიფები სისტემატურად იზრდებოდა.

მიუხედავად გაზრდილი ტარიფებისა, მეზობელ და ევროპის ქვეყნებთან შედარებით საქართველოში მოქმედი ტარიფები ერთ–ერთი ყველაზე დაბალია“, _ აცხადებს სემეკი.

ელექტროენერგიის გაძვირების შესახებ ინფორმაციას უარყოფითად აფასებს მოსახლეობა _ მათი თქმით, ფასი ხარისხს უნდა შეესაბამებოდეს, ქარის და წვიმის დროს შუქი არ  უნდა ითიშებოდეს.

ელექტროენერგიის გაძვირებას ეხმაურებიან ოპოზიციაშიც.

როგორ პარტიაში “ძლიერი საქართველო-ლელო” აცხადებენ, დენზე ფასების ზრდა გამოიწვევს სხვა პროდუქტების გაძვირებასაც.

ლანჩხუთის საკრებულოს წევრი, “ძლიერი საქართველოს-ლელოს” ორგანიზაციის თავჯდომარე, გოჩა ჯანაშია ამბობს, რომ ელექტროენერგიის გაძვირება მოსახლეობას მძიმე ტვირთად დააწვება:

“ეს ტენდენცია ბუნებრივია, როცა ყველაფერი ძვირდება. არ არის გამორიცხული გაზის გაძვირებაც. ფაქტია, რომ ქვეყანას უჭირს ბიუჯეტის ეფექტურად მართვა. ბოლო წლებია, გარკვეული თანხების მოზიდვას ვერ ახორციელებს.  განსაკუთრებით ადმინისტრაციული ჯარიმების და გადასახადების გაძვირების ფონზე ეს ყველაფერი მიმართულია იქეთ,  რომ ბიუჯეტი შეივსოს.

ეს ფაქტი ძალიან ცუდად იმოქმედებს _ საწვავიც ძვირდება და პლუს, ელექტროენერგიის გადასახადის მატება ყველა პროდუქტს გააძვირებს, რაც მოსახლეობას, რომლის მსყიდველობითი უნარი ისედაც მინიმუმამდეა დაყვანილი, მძიმე ტვირთად დააწვება.

ეს სამწუხარო რეალობაა, რომელსაც ვერც გავექევით და ვერც გავექცეოდით იმ პოლიტიკის ფონზე, რასაც აწარმოებს ეს ხელისუფლება“, _ ამბობს გოჩა ჯანაშია ჩვენთან საუბრისას.

შეკითხვაზე, რამდენად არის ეს ხელისუფლების არასწორი ენერგოპოლიტიკის შედეგი და არსებობდა თუ არა ალტერნატიული გზა ტარიფის შესანარჩუნებლად, ჯანაშია გვპასუხობს:

“აანონსებენ, რომ დიდი ელექტროსადგურის მშენებლობას იწყებენ და შემდეგ მოსახლეობის პროტესტის ფონზე ვერ აბამენ თავს ან არასწორად დაგეგმვის გამო ვერ ახორციელებენ. ეს სფერო უკვე სტაგნაციას განიცდის _ ჩნდება მოთხოვნები, იზრდება ხარჯი.  ვერ ვაძლიერებთ ჩვენს ელექტროპოტენციალს, მიუხედავად იმისა, რომ უამრავი რესურსი გვაქვს _ წყალი, ქარი… ბიძინა ივანიშვილმა დააყენა 5 თუ 7 ქარის ელექტროსადგური ადრე, ახლა დაემატა რამდენიმე, მაგრამ ამას მასობრივი ხასიათი არ მისცემია, რომ რაიმე შეღავათი მისცეს ჩვენს ელექტროსისტემას“.

ელექტროენერგიის ტარიფის მატებას სოციალურ ქსელში ეხმაურება პარტია “გახარია საქართველოსთვის”  ლიდერი ჩოხატაურში, რომან კალანდაძე:

“წინ მივდივართ _ 5 თეთრით გაძვირებული ელექტროენერგია. აგიც “ნაცების” ბრალი იქნება. აბაა, 5 თეთრი რაღაა“, _ წერს კალანდაძე.

ენერგოომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი ნინო გულეიშვილი კი აცხადებს:

“თითოეული ჩვენგანისთვის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი და პრიორიტეტია მომხმარებელი. ამასთან, ის, რომ მომხმარებელმა უნდა მიიღოს სტაბილური მომსახურება ელექტროენერგიის მიწოდების კუთხით.

ბოლო პერიოდში, ეს იყო განსაკუთრებული გამოწვევა ჩვენი სამსახურისთვის იმიტომ, რომ ენერგოსექტორში მომხმარებლების შემოსული განცხადებების ძალიან დიდი რაოდენობა _ 80%, იყო ზუსტად წყვეტასთან (ელექტროენერგიის გათიშვა) დაკავშირებული და ელექტროენერგიის მიწოდებასთან პრობლემატური საკითხები _ ეს იყო ხშირი წყვეტა, ავარიები, პიკურ საათებში დატვირთავს ვერ უძლებდა ქსელი.

2025-მა წელმა გვიჩვენა, რომ პიკური მოხმარების პერიოდში, ავარიების რაოდენობა იყო ძალიან გაზრდილი.

ამას ემატება ისიც, რომ წლიდან წლამდე იზრდება მომხმარებელთა რაოდენობა. გარდა იმ მნიშვნელოვანი სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებისა, რომელიც ზოგადად, ქსელის გაუმჯობესებას უნდა მოხმარდეს და ის უნდა განავითაროს, არის ის, რომ ახალი მომხმარებლების რაოდენობის შემთხვევაში, ქსელი საჭიროებს თავიდან ბოლომდე გადაწყობას და კიდევ უფრო გაძლიერებას. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, გულისხმობს იმას, რომ ამ ვითარებით, მომხმარებელი მომავალში უწყვეტ მომარაგებას ვერ მიიღებდა. შესაბამისად, კომისიის ამ გადაწყვეტილებამ მომდევნო პერიოდში უნდა უზრუნველყოს მომხმარებლებისთვის სტაბილური მიწოდების უზრუნველყოფა და ეტაპობრივად, ავარიების შემცირება, ქსელის გაუმჯობესება და ხარისხიანი მიწოდება“.

აღსანიშნავია, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოში სამომხმარებლო ფასების ინდექსი ისედაც რეკორდულად გაიზარდა. ელექტოენერგიის გაძვირება ავტომატურად გამოიწვევს პირველადი მოხმარების პროდუქტებისა და მომსახურებაზე ფასების მატებას, რაც კიდევ უფრო დაამძიმებს დაბალი შემოსავლის მქონე მოსახლეობის მდგომარეობას.

რაც შეეხება თავად მოსახლეობის სუბსიდირების ნაწილს, სემეკის კომისიის თავმჯდომარის დავით ნარმანიას თქმით, ამაზე განცხადებას მთავრობა გააკეთებს.

რუსა ოქრუაშვილი

ავტორი

გოჩა ჯანაშიაელექტროენერგია
გაზიარება3Tweet2Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

I-II ხარისხის დაზიანებები: რა წერია ექსპერტიზის დასკვნაში და რა ელის შემოქმედის სკოლას

22:17; 17 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

დმანისის სოფელ განახლებაში ცოფის გამო კარანტინი წესდება

17:46; 17 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:35; 17 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

17:05; 17 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

ვადაგასული პრეპარატები და დარღვეული ეტიკეტირების წესი- ვეტერინარული აფთიაქი დააჯარიმეს

15:20; 17 სექტემბერი, 2026

საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში 1600-ზე მეტი მოსწავლე დარეგისტრირდა

ავტოსაგზაო შემთხვევას პოლიციელი ემსხვერპლა

ყველა სიახლე

საზოგადოება

I-II ხარისხის დაზიანებები: რა წერია ექსპერტიზის დასკვნაში და რა ელის შემოქმედის სკოლას

22:17; 17.09.2026
პოლიტიკა

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ” სახელმწიფოთაშორის საქმეებზე გადაწყვეტილებები მიიღო

21:14; 17.09.2026
პოლიტიკა

კალაძე FARA-ს გამკაცრებაზე: ეს აბსოლუტურად გასაგებია მთელ მსოფლიოში არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე

21:11; 17.09.2026
პოლიტიკა

ლაშა დარსალია ეუთოს სხდომაზე: რუსეთი ხელს უწყობს რეგიონის დე ფაქტო ანექსიას

20:31; 17.09.2026
პოლიტიკა

„რუსეთის მიერ ცხინვალის ანექსიის მცდელობა მიუღებელია“- ევროსაბჭოს პოლიტიკური ჯგუფი

17:59; 17.09.2026
საზოგადოება

დმანისის სოფელ განახლებაში ცოფის გამო კარანტინი წესდება

17:46; 17.09.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:35; 17.09.2026
ფინანსები

„ქომაგობა არ ჩერდება“ — ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს თუ სტადიონზე ვერ შევიკრიბებით, მთელი ქალაქი ტრიბუნად იქცევა

17:24; 17.09.2026
სამართალი

ლომბარდში თაბაშირისგან დამზადებული „ტელეფონის“ ჩაბარებას ცდილობდა-თაღლითობისთვის ერთი პირი დააკავეს

17:13; 17.09.2026
პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს შეხვდა

17:10; 17.09.2026
საზოგადოება

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

17:05; 17.09.2026
სპორტი

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა  სექტემბერი-ოქტომბრის მატჩებისთვის ცნობილია

15:34; 17.09.2026
საზოგადოება

ვადაგასული პრეპარატები და დარღვეული ეტიკეტირების წესი- ვეტერინარული აფთიაქი დააჯარიმეს

15:20; 17.09.2026
პოლიტიკა

სახელმწიფო შესყიდვებში სიახლეები დაინერგა: რა იცვლება მცირე და საშუალო ბიზნესისთვის

15:10; 17.09.2026
საზოგადოება

ნონა ქურდოვანიძე: სააგენტო მოსაჩვენებლად შეიქმნა — ახლა ამის საჭიროებაც აღარ დგას

14:41; 17.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026
0

კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

12:00; 14.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო