1915 წლის 8 თებერვალს პოეტი და საზოგადო მოღვაწე აკაკი წერეთელი გარდაიცვალა. აკაკი წერეთლის შემოქმედებამ წარუშლელი კვალი დატოვა ქართველი ხალხის სულიერი კულტურის ისტორიაში. მან ახალი ეტაპი შექმნა ქართული მხატვრული სიტყვის განვითარებაში, რამაც პოეტს, ილია ჭავჭავაძესთან ერთად, კანონიერად დაუმკვიდრა ახალი ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი ფუძემდებლისა და თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის რეფორმატორის სახელი.
ქართველმა ხალხმა სიცოცხლეშივე შერაცხა წერეთელი ჭეშმარიტად სახალხო პოეტად. საყოველთაო აღიარების ნათელი დადასტურება იყო მისი შემოქმედებითი და საზოგადოებრივი მოღვაწეობის 50-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო (1908), რომელიც, ისევე როგორც პოეტის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში (1912), გრანდიოზულ ეროვნულ დღესასწაულად გადაიქცა.
აკაკი წერეთელი გარდაიცვალა 75 წლის ასაკში. დაკრძალულია თბილისში, საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში. თბილისში არსებობს მისი სახელობის გამზირი.
აკაკი წერეთელი რომ კვდებოდა წაუკითხეს მისივე პოემა გამზრდელი,
აკაკის ცრემლები წამოუვიდა და თქვა :ეს რა კარგად დამიწერიაო.
ფოტოზე: აკაკი სასიკვდილო სარეცელზე (დავით აბაშიძის ფოტო)
წყარო: ვიკიპედია