ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ნატო გიორგაძის ხსოვნას პატივი მიაგეს.
ნატო გიორგაძის საფლავთან შეიკრიბნენ 9 აპრილს დაღუპულის ოჯახის წევრები, ახლობლები და სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. მათ ყვავილებით და გვირგვინით შეამკეს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპულის საფლავი და 9 აპრილის მემორიალი ჩოხატაურში, ამავე სახელწოდების სკვერში.