
“მთავარია, რომ ზვიადის და მერაბის იდეა არ დაკარგულა და მისი გამტარებლები ხალხშია.
სწორედ ამიტომ, ბრძოლა გრძელდება!
ბრძოლას ხალხი გააგრძელებს, სრულ დამოუკიდებლობამდე,
მერაბის და ზვიადის ნანატრ თავისუფლებამდე, რადგან ჩვენი ერთობის სწორედაც რომ მტერს ეშინია.
რადგან, როგორც ზვიადი იტყოდა, „ყველაფერი შეიძლება წაართვა პიროვნებას, ერს, მაგრამ ვერავინ შესძლებს თავისუფლების შეგრძნება წაართვას მას”, _ განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.