ჟურნალისტ გელა მთივლიშვილს თავს დაესხნენ. ამის შესახებ ინფორმაცია მან სოციალურ ქსელში გაავრცელა.
“ეთერიდან გამოსვლისთანავე თავს დამესხა ჰესების ლობისტი, “ქართული ოცნების” მოძველბიჭო ელემენტი მარგებაძე. სახე მაქვს დაზიანებული. მივედი პოლიციაში. პასუხს აგებს!”_ დაწერა მთივლიშვილმა.
“მთავარის” ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამიძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ სსკ-ის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.





































































