რუსეთის ქალაქ ლიპეცკში საშიშროების წითელი დონე გამოცხადდა _ ქალაქს დრონების მასობრივად უტევენ, _ იუწყება 24tv.ua.
ლიპეცკის გუბერნატორმა მოუწოდა მოსახლეობას, დარჩნენ სახლში, დილის 5 საათიდან არ მოძრაობდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი.
დილის 7 საათისთვის წითელი დონე გაუქმდა, თუმცა, გუბერნატორი კვლავ აფრთხილებდა მოსახლეობას ახალი აფეთქებების საფრთხის შესახებ.