ჯანდაცვის საკითხებში ევროკომისარის, სტელა კირიაკიდესის განცხადებით, ევროპა შეზღუდვების დაწესებისთვის მზად უნდა იყოს, _ აღნიშნული განცხადება ec.europa-ზე გამოქვეყნდა.
მისი თქმით, შეზღუდვები, შეიძლება ჩვენი ბოლო შანსი იყოს, თავიდან რომ ავიცილოთ ის, რაც გაზაფხულზე მოხდა.
,,რისკის დღევანდელი შეფასება, მკაფიოდ ცხადჰყოფს, რომ სიფხიზლე არ უნდა მოვადუნოთ. მაშინ, როდესაც ევროკავშირის ზოგიერთ წევრ სახელმწიფოში შემთხვევების მზარდი მატება ფიქსირდება, ყველამ მტკიცედ უნდა იმოქმედოს. ეს კი ნიშნავს, რომ ახალი აფეთქების პირველი ნიშნების გამოჩენისთანვე ევროკავშრის წევრი სახელმწიფოები მზად უნდა იყვნენ, რომ შეზღუდვები დაუყონებლივ მიიღონ. შესაძლოა, ეს ჩვენი ბოლო შანსი იყო, თავიდან ავიცილოთ ის, რაც გაზაფხულზე მოხდა“, – განაცხადა ევროკომისარმა.