ევროკომისიამ ხორვატიას შენგენის ზონაში შესვლას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ ინფორმაციას EURONEWS ავრცელებს.
ცნობისთვის, ქვეყანა ევროკავშირის წევრი 2013 წელს გახდა და შენგენის ზონის წევრობისთვის საჭირო პირობების შესრულება ახლა შეძლო.
„ეს არის ტერიტორია თავისუფლებებით და პრივილეგიებით, მაგრამ ასევე დიდი პასუხისმგებლობით და ამ კლუბში შემატება არ არის ის, რასაც მარტივად ვიღებთ“,_ განაცხადა ბერძენმა კომისარმა, დიმიტრის ავრამოპულოსმა.
მან აღნიშნა, ხორვატია შენგენის ზონის წევრი გახდება, მაგრამ ბულგარეთი და რუმინეთი ასევე აქტუალურია.
ცნობისთვის, რუმინეთი და ბულგარეთი ევროკავშირის წევრები 2010 წლიდან არიან, თუმცა, ჯერ კიდევ შენგენის წევრობის კანდიდატ ქვეყნებად რჩებიან.
ახლა ევროკავშირის ლიდერებმა უნდა გადაწყვიტონ შეუშვან თუ არა ხორვატია შენგენის ზონაში.

















































.jpg)




















