“ევროსკოპის” რედაქტორის თამარ ნუცუბიძე ამბობს, რომ “ევროკავშირში დარწმუნებული არიან, რომ უვიზო მიმოსვლის შეჩერება უნდა თავად “ქართულ ოცნებას”.”
“ერთი არგუმენტი, რომელსაც ბოლო პერიოდის განმავლობაში უკვე ძალიან ღიად მოისმენთ ბრიუსელში ეს არის, ის რომ აქ, ევროკავშირში ფაქტიურად დარწმუნებული არიან, რომ უვიზო მიმოსვლის შეჩერება უნდა თავად “ქართულ ოცნებას” და ძალიან ბევრისთვის ეს არის წონადი არგუმენტი. გარდა იმისა, რომ მხარს უჭერენ ქართველ ხალხს და ქართველი ხალხის ბრძოლას, ჩვენი ევროპული მომავლისთვის.
ერთ-ერთი არგუმენტი ასევე იმის, რომ მაქსიმალურად გადაიტანონ და გგაწელონ პერიოდი სანამ დადგება დღის წესრიგში უვიზო მიმოსვლის შეჩერება სწორედ ეს არის, რომ ევროპელების აზრით ეს სურს “ქართულ ოცნებას”, – თქვა ნუცუბიძემ.
































































