კომპანია FACEBOOK-მა ჯგუფური ვიდეოზარების სერვისის, ,,Messenger Rooms“-ის გაშვება დაანონსა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად კომპანია ავრცელებს.
კომპანიის თქმით, ბოლო დროს, რეალურ დროში ვიდეოზე მოთხოვნა გაიზარდა და აღნიშნული სერვის გაშვების იდეაც აქედან გამომდინარე გაჩნდა.
ჩვენ ყოველთვის ფოკუსირებული ვიყავით იმაზე, თუ როგორ უნდა დავეხმაროთ ადამიანებს, რომ ერთად იყვნენ, როდესაც ისინი ერთი და იმავე ადგილას არ არიან. დღეს კი, ამაში ვიდეო ძალიან გვეხმარება.
„Meseenger Rooms“-ი საშუალებას გაძლევთ, დრო გაატაროთ მეგობრებთან, საყვარელ ადამიანებთან და იმ ხალთან, ვინც თქვენს ინტერესებს იზიარებს. შექმენით ,,ოთახი“ „Facebook Messenger”-ში და მოიწვიეთ ნებისმიერი. ,,ოთახებში“ 50-მდე ადამიანის მოწვევა შეიძლება. ზარების ხანგრძლივობა შეზღუდული არ იქნება“, _აცხადებენ კომპანიაში.
Facebook-ში ასევე, აცხადებენ, რომ აღნიშნული ფუნქცია ხელმისაწვოდმი იქნება Instagram Direct, WhatsApp და Portal-შიც.