უკრაინაში ვითარება ისევ დაძაბულია. დონბასში ზავი ისევ დაირღვა.
როგორც უკრაინის გაერთიანებული სამხედრო ძალები აცხადებს, 24 აპრილს ცეცხლი უკრაინის პოზიციების მისამართით 10-ჯერ გახსნეს.
გავრცელებული ინფორმაციით, 2 უკრაინელი სამხედროა დაჭრილი.
სადაზვერვო სამსახურის ინფორმაციით, დამპყრობელთა მხარეს 1-ია დაშავებული.
გავრცელებული ცნობით, დღეს ცეცხლი რუსეთის საოკუაციო ძალებმა უკრაინის თავდაცვის ძალებს 3-ჯერ გაუხსნეს. არავინ დაშავებულა.