პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს არაფორმალურ მმართველობასთან დაკავშირებით განმარტების გაკეთება ბრიტანელი ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ მოუწია.
,,თქვენ ანგარიშვალდებული ხართ ივანიშვილთან? ვინ არის თქვენი ბოსი?“_ ამ კითხვებით მიმართა ბრიტანული გამოცემის ,,Financial Times“-ის ჟურნალისტმა თბილისში მიმდინარე კონფერენციაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მამუკა ბახტაძეს.
როგორც ბახტაძე განმარტავს, ის ანგარიშვალდებულია არა ივანიშვილის, არამედ ქართველი ამომრჩევლის მიმართ. ბახტაძე, ასევე, ქვეყნის პროგრესზე ამახვილებს ყურადღებას.
„მე ანგარიშვალდებული ვარ იმ ადამიანებთან, რომლებმაც ხმა მისცეს „ქართულ ოცნებას“. დანარჩენი პოლიტიკური სპეკულაციებია. საუკეთესო პასუხი არის რეალური სტატისტიკა და რეალური ციფრები. შევადაროთ, რა იყო წარსულში და რა გვაქვს დღეს, პროგრესი და მიღწევები დიდია, მაგრამ მომავალზე ფიქრი უნდა გავაგრძელოთ. აუცილებელია, მოვახდინოთ მთავრობის, ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოების კონსოლიდირება“, _ განაცხადა ბახტაძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ.