გურიის შავიზღვისპირეთში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები უკვე დაიწყო.
გუშინდელი სტიქიის შედეგად, ურეკსა და შეკვეთილში წაქცეულია ხეები, კერძო და მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებს გადახდილი აქვთ სახურავები, დაზიანებულია ელექტრო გადამცემი ხაზები, გარე განათების კონსტრუქციები, ფიზიკური პირების საკუთრებაში არსებული ავტომობილები.
ამ დროისთვის სტიქიის ზონაში ადგილობრივი მნიშვნელობის გზების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში შექმნილია სპეციალური დამუშაო ჯგუფი და მიმდინარეობს ზარალის ოდენობის დათვლა, რომელიც წინასწარი მონაცემებით 300 000 ლარს აჭარბებს.