საქართველოში COVID-19-ს კიდევ ერთი პაციენტი ემსხვერპლა. კორონავირუსით გარდაცვლილ პაციენტთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა. ინფორმაცია ამის შესახებ ვებგვერდზე stopcov.ge განახლდა.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, ის თბილისის ინფექციურ საავამყოფოში მკურნალობდა და მძიმე თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდა.
„დღეს, დილის რვა საათზე ჩვენთან გარდაიცვალა ერთი პაციენტი, რომელიც კლინიკაში 18 აგვისტოს იყო შემოსული. მას ჰქონდა ძალიან მძიმე ფონური დაავადებები, კერძოდ, ხორხის კიბოს გამო ახალი ნაოპერაციები იყო. კლინიკაში შემოსვლისთანავე ჰქონდა ორმხრივი პნევმონია, გულოზური ემფიზემა, ანემია, მარჯვენა ფილტვის ქვედაწილოვანი თრომბოემბოლია. მისი მდგომარეობა კორონავირუსის მხრივ გარკვეულწილად გაუმჯობესდა, რადგან 3 და 4 სექტემბერს პასუხი იყო უარყოფითი, ორჯერადი დატესტვის შედეგ კვლავ გავიმეორეთ 11 სექტემბერს, პასუხი ისევ უარყოფითი იყო, მაგრამ მისი მძიმე ფონური დაავადებების გამო, რაც შეეხება ონკოლოგიურ პათოლოგიას და კიდევ მრავალ სხვა პათოლოგიას, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ის ერთ-ერთი რაიონიდან იყო“, – განაცხადა ენდელაძემ.