“ვარ უკანონოდ დაპატიმრებული. აღმოჩნდა რომ გადავყავართ რუსთავის კაპეზეზე!!! ვითხოვ სახალხო დამცველს!!!!”_ დაწერა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე კონტრაქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გიორგი გაბედავამ, რომელიც რუსთაველის გამზირზე ცოტა ხნის წინ დააკავეს.
შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე “თეთრი ხმაურის” აქციას კონტრაქციით ნეოფაშისტური ჯგუფები დაუპირისპირდნენ.
“თეთრი ხმაურის” აქციის მონაწილეები ღამის კლუბებში სპეცრაზმელთა შეჭრას აპროტესტებენ.