კულტურის სამინისტროსთან შეკრებილმა ხელოვანებმა განაცხადეს, რომ ქმნიან „თეატრის უწყვეტ საპროტესტო კერას”, რომელიც მაყურებელს ქუჩაში გამოიყვანს.
„გადავწყვიტეთ, შევქმნათ თეატრის უწყვეტი საპროტესტო კერა, რომელიც თავის წიაღში შექმნის ახალ ტექსტს, შექმნის ახალ სპექტაკლებს, ახალ დისკუსიებს, ახალ ნარატივებს და მაყურებლებს გამოიყვანეს გარეთ, ზუსტად ისე, როგორც ქართული თეატრი გამოაგდეთ ქუჩაში. ახლა ის ქუჩაში გამოიყვანს საკუთარ მაყურებელს“, – განაცხადა მიხეილ ჩარკვიანმა.
წყარო: პუბლიკა































































