კოალიციის “ცვლილებისთვის” ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა გვარამიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად 30-ათას ლარიანი გირაო შეუფარდა.
ცნობისთვის, ნიკა გვარამია პარლამენტში, დროებით საგამოძიებო კომისიაზე იყო დაბარებული, თუმცა მისვლაზე უარი განაცხადა.
ინფორმაციისთვის, კომისია ნიკა გვარამიასგან ახსნა-განმარტების მიცემას ითხოვდა 2004-2012 წლებში საქართველოში თავდაცვის, უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით.
ფოტო: მარიკა არევაძე