ელექტროენერგიის ტარიფების გადახედვა არ იგეგმება, – ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე, დავით ნარმანიამ შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
“გამომდინარე იქიდან, რომ ელექტროენერგიის ტარიფზე გადაწყვეტილება ჩვენ რამდენიმე თვის წინ მივიღეთ და არსებული ტარიფები გავაგრძელეთ, ამ ეტაპზე ელექტროენერგიის ტარიფების გადახედვა არ იგეგმება“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
იგივე განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმაც. მისი თქმით, ელექტროენერგიის ტარიფის გაძვირება არ იგეგმება.
წყარო: bm.ge