მიმდინარე კვირაში ჩვენ ზაფხულიც გვექნება და ზამთარიც, იყავით მზად დათბობის შემდეგ უეცარი აცივებისთვის.
ხვალ, სამშაბათს მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე მზიანი და თბილი ამინდი იქნება, ზოგან ტემპერატურა +25 გრადუსამდე მოიმატებს, ხვალვე გვიან საღამოს, უფრო მეტად კი ზეგ, ოთხშაბათს საქართველოში მოსალოდნელია ტემპერატურის მკვეთრი დაცემა ღამის საათებში შესაძლებელია +2 გრადუსამდე, 29-30-31 მარტს გაძლიერდება დასავლეთის ქარი, 30-ში აღმოსავლეთში ზოგან გრიგალის ნიშნულზე (32 მ/წმ-ში), ასევე ღამის საათებში შესაძლებელია თოვლჭყაპი სანაპირო კურორტებზეც კი.
გაითვალისწინეთ საქართველოში მოსალოდნელი უამინდობა 29 მარტიდან და იყავით ფრთხილად.
ასევე გეტყვით,, რომ პროგნოზი მოსალოდნელ სტიქიურ პროცესებზე არის პრევენცია და სიფრთხილის ზომების მიღება და არა შესაშინებელი პანიკის ამბავი, როგორც ეს ხშირად ხდება დაბალი ცნობიერების ადამიანებში.
ასევე გეტყვით,, რომ პროგნოზი მოსალოდნელ სტიქიურ პროცესებზე არის პრევენცია და სიფრთხილის ზომების მიღება და არა შესაშინებელი პანიკის ამბავი, როგორც ეს ხშირად ხდება დაბალი ცნობიერების ადამიანებში.
გისურვებთ მშვიდობიან დღეებს.
გისურვებთ მშვიდობიან დღეებს. _ წერს სოციალურ ქსელში მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე.