როგორც ცნობილია, თვითმმართველობის არჩევნებზე ოზურგეთის მერობის კანდიდატად ოპოზიციურმა გაერთიანებამ “გახარია საქართველოსთვის” და “ლელომ” 27 წლის ალექსანდრე მენაბდე დაასახელა.
დღეს მერობის კანდიდატი ალექსანდრე მენაბდე პარტიის წევრებს შეხვდა.
როგორც შეხვედრაზე გახდა ცნობილი, ის ევროპიდან ერთი წლის წინ დაბრუნდა და პარტია “გახარია საქართველოსთვის” წევრი გახდა.
“ჩემს გუნდს მადლობა, რომ ამ არჩევნებში ჩავერთვები, როგორც ოზურგეთის მერობის კანდიდატი. მე ამაყი ვარ, რომ ჩემი პოლიტიკური კარიერა ოზურგეთიდან იწყება.” _ თქვა ალექსანდე მენაბდემ.



































































