გახარიამ მუქარა სისრულეში მოიყვანა და“ოცნებას“ დედა მოუკლა, _ ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება “ტრიბუნას” წევრმა კოტე კემულარიამ განაცხადა.
კემულარიას თქმით, სამართლიანი არჩევნების ჩატაების შანსი გაჩნდა.
“კარგია, რომ გახარიას ეყო ძალა და ქვეყნის ფორმალურ მეთაურს თავისი გადადგომით, უდანაშაულო და ქვეყნის ინტერესების ჭეშმარიტი მცველების, მორიგი სადისტური სისხლისღვრა შეეჩერებინა.
კიდევ უფრო კარგი იქნება, ქვეყნისთვის პირველ რიგში, თუ გახარია იტყვის, როგორ და ვის მიერ გაიცა მომიტინგეებისათვის დამიზნებით ტყვიის სროლის ბრძანება.
ვამბობდით, რომ გახარია დაემუქრა კობახიძეს გადადგომით, რაც ჩამოანგრევდა სახელისუფლებო ვერტიკალს.
გახარიამ ეს მუქარა სისრულეში მოიყვანა და „ოცნებას“ დედა მოუკლა.
ახლა მოლაპარაკების გარდა სხვა გზა არ არსებობს.
ოპოზიცია მზად არის რეალური დღის წესრიგით მოლაპარაკების გასამართად.
მოლაპარაკების თემა იქნება – ხელახალი და სამართლიანი არჩევნები.
ეს კი, საზოგადოების და პოლიტიკური ძალების უპრეცედენტო ერთობამ და ბოიკოტმა შეძლო.
პოლარიზაციის დასრულების რეალური შანსი გაჩნდა. ასევე შანსი იმის, რომ გავმართოთ სამართლიანი არჩევნები, აღვადგინოთ ინსტიტუტები, დავიბრუნოთ საერთაშორისო თანამეგობრობის ნდობა, სწრაფად აღვადგინოთ მოქალაქეების შელახული უფლებები, ერთად ვიზრუნოთ განვითარებაზე და წინსვლაზე.
ამიტომაა ახლა კიდევ უფრო აუცილებელია ჩვენი ერთად დგომა, რომ მშვიდობიანი გზით მივიდეთ ხელახალ სამართლიან არჩევნებამდე”, _ განაცხადა კოტე კემულარიამ.