თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანებამ ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმისა და კოტე და სოსო წერეთლების ბინა-მუზეუმის შემდეგ, კიდევ ერთი მუზეუმის რეაბილიტაცია დაასრულა.
ამჯერად, დამთვალიერებლებს გალაკტიონ ტაბიძის განახლებული მემორიალური ბინა-მუზეუმი უმასპინძლებს. სრულიად განახლებული და თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საგამოფენო-საგანმანათლებლო სივრცით, მუზეუმი დამთვალიერებლებს დღეიდან მიიღებს.
მუზეუმის მემორიალური სივრცის სარეაბილიტაციო-სარემონტო სამუშაოები 2019 წლის აპრილში დაიწყო. რეაბილიტაციის პროცესში, როგორც მემორიალური სახლ-მუზეუმის თავისებურების, ისე სამუზეუმო საჭიროებების გათვალისწინება სრულად მოხდა.
განახლებულ სივრცეში დამთვალიერებელს ასევე, დახვდება ინსტალაციები, რომლებიც პოეტის ცხოვრებასა და შემოქმედებას ქრონოლოგიურად ჰყვება.
ბინა-მუზეუმი მარჯანიშვილის ქ. N4-ში, გალაკტიონის საცხოვრებელ სახლში მდებარეობს.