https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

  • ფეისბუქსტატუსები

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ერდოღანმა შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები თანამდებობებიდან გაათავისუფლა

    დონალდ ტრამპი ირანზე – ან შეთანხმებას მივაღწევთ, ან ძალიან მკაცრი ნაბიჯების გადადგმა მოგვიწევს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დოკუმენტები მზადაა

    სერგეი ლავროვი – თუ ევროპა რუსეთს თავს დაესხმება, სრულმასშტაბიან სამხედრო პასუხს მიიღებს

    ნიპა ვირუსით გარდაცვალების შემთხვევა კიდევ ერთ ქვეყანაში დაფიქსირდა (უცხოეთი)

    მილანში ოლიმპიურ სოფელთან პოლიციელებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

  • ფეისბუქსტატუსები

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ერდოღანმა შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები თანამდებობებიდან გაათავისუფლა

    დონალდ ტრამპი ირანზე – ან შეთანხმებას მივაღწევთ, ან ძალიან მკაცრი ნაბიჯების გადადგმა მოგვიწევს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დოკუმენტები მზადაა

    სერგეი ლავროვი – თუ ევროპა რუსეთს თავს დაესხმება, სრულმასშტაბიან სამხედრო პასუხს მიიღებს

    ნიპა ვირუსით გარდაცვალების შემთხვევა კიდევ ერთ ქვეყანაში დაფიქსირდა (უცხოეთი)

    მილანში ოლიმპიურ სოფელთან პოლიციელებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“გალაკტიონის დაბადების დღეა, მაგრამ სულ უნდა გვახსოვდს როგორ იცხოვრა და როგორ გარდაიცვალა”

13:11; 17.11.2020
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

დღეს გალაკტიონ ტაბიძის დაბადების დღეა.

საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული ამ დოკუმენტის მიხედვით გალაკტიონ ტაბიძე 1891 წლის 5 ნოემბერს (ძველი სტილით) დაიბადა და 1892 წლის 3 იანვარს მოინათლა. მამა: გალაკტიონის დაბადებისას უკვე გარდაცვლილი ვასილ სტეფანეს ძე ტაბიძე, დედა მაკრინე გიორგის ასული. ნათლია: თადეოზ ნამიჭეიშვილი. ნათლისღების საიდუმლო აღასრულა მღვდელმა სტეფანე ტაბიძემ, რომელიც გალაკტიონის ბაბუა იყო.

  გალაკტიონის ლექსების პირველი კრებული 1914 წელს დაიბეჭდა. მეორე კრებული – „Cran Aux fleurs artistiques“ („თავის ქალა არტისტული ყვავილებით“) – 1919 წელს პეტრე (ტუტკუ) გვარამიამ გამოსცა. ამ წიგნმა პოეტს განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა.

„არტისტული ყვავილების“ წარმოდგენილი ეგზამპლარი, რომელსაც საქართველოს ეროვნული არქივი ინახავს, დათიკო ყიფიანს ეკუთვნოდა. გალაკტიონის ლექსების ფრაგმენტებიც ყდაზე წიგნის მფლობელს გადმოუწერია.

გალაკტიონის მეორე კრებულის გამომცემელი ტუტკუ გვარამია 1924 წლის რეპრესიებისას დახვრიტეს. პოეტმა მის ხსოვნას ლექსი მიუძღვნა, რომლის ავტოგრაფიც პეტრე გვარამიას ოჯახში ინახება და საბჭოთა რეჟიმის დამხობის შემდეგ გახდა ცნობილი.

ლექსის ავტოგრაფი 2017 წელს საქართველოს ეროვნულ არქივში რეპრესიების თემაზე გამართულ გამოფენაზე იყო წარმოდგენილი.

საქართველოს ეროვნულ არქივში, პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის საარქივო მასალაში, გალაკტიონ ტაბიძის ხელმოწერით არაერთი ოფიციალური დოკუმენტი ინახება. პოეტი 1918-1919 წლებში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის კანცელარიის საქმისმწარმოებელი ყოფილა.

წარმოდგენილ დოკუმენტში ის ხელმოწერით ამოწმებს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის სხდომის ჟურნალიდან ამიერკავკასიის ბონების გამოცემის შესახებ ამონაწერს. 1919 წლის 23 იანვარი.

გალაკტიონ ტაბიძემ 1916 წლის 23 აგვისტოს ოლღა ოკუჯავაზე დაიწერა ჯვარი.

მათი ქორწინება სამოქალაქო წესით 1921 წლის 15 ოქტომბერს გაფორმდა.

 საარქივო დოკუმენტის მიხედვით პოეტი და სტუდენტი ქალი საკუთარი სურვილით, პირველი ქორწინებით შეუღლდნენ.

ამ დროისთვის გალაკტიონი თბილისში, სერგიევის ქუჩაზე, ხელოვნების სასახლეში (დღევანდელ მაჩაბლის ქუჩაზე მდებარე მწერალთა სახლი), ცხოვრობდა, ოლღა ოკუჯავა კი რუსთაველის პროსპექტის #19 ბინაში.

ბოლშევიკური ხელისუფლება ოლღა ოკუჯავას ტროცკისტობის ბრალდებით დევნიდა. ის 1929 წელს დააპატიმრეს და 3 წლით გადაასახლეს. მეორედ 1936 წელს დაიჭირეს, 1937 წელს გაასამართლეს და 1941 წელს დახვრიტეს.

„გალაკტიონ ტაბიძის ჟურნალი“ 1922-1923 წლებში გამოიცემოდა. სულ ლიტერატურული პერიოდული გამოცემის 9 ნომერი გამოვიდა.

დღეს გენიალური პოეტის დაბადების თარიღს სოციალურ ქსელში არაერთი გამოხმაურება მოჰყვა. არაერთმა მისი პოეზიის თაყვანისმცემელმა გააზიარა ნაწყვეტები გალაკტიონის შემოქმედებიდან.

სოციალური ქსელის ერთ-ერთი წევრი,  თამარ წოწორია კი შემდეგი სახის პოტს აქვეყნებს:

„მართალია, გალაკტიონის  დაბადების დღეა, მაგრამ  სულ უნდა გვახსოვდს როგორ იცხოვრა და  როგორ გარდაიცვალა გალაკტიონი…

ვაკე, ილია ჭავჭავაძის გამზირი, ნომერი ხუთი – აქ, ელიტური სამკურნალო კომბინატის ეზოში, პირველი კორპუსის მეორე სართულზე ასასვლელი კიბისა და ძირითადი კედლის კუთხეში, 1959 წლის 17 მარტს, ჩვიდმეტ საათსა და 50 წუთზე, დაეცა გალაკტიონ ტაბიძე, რომელიც იქვე გარდაიცვალა ისე, რომ წვეთი სისხლი არ დაუღვრია და მიწაზე არავითარი კვალი არ დაუტოვებია. – ესაა ფრაგმენტი პოეტ ვახტანგ ჯავახაძის ჩანაწერების წიგნიდან, კვალი კი, რომლის შესახებაც გალაკტიონის ბიოგრაფიის მკვლევარი წერს, არ ჩანდა შემდგომი 51 წლის განმავლობაშიც, ანუ 2010 წლამდე.

„გალაკტიონი რომ მოკვდა, არ გამოაცხადეს, რომ თავი მოიკლა. ეგ ადგილიც მივიწყებული იყო. საქვაბე ააშენეს. ჟურნალ „ჩვენ მწერლობაში“ გამოვაქვეყნე წერილი და ფოტო იმის საჩვენებლად, თუ როგორ იყო ძველად და როგორ შეიცვალა წლების შემდეგ. მოვითხოვე, ამ საქვაბის გადატანა და დაცემის ადგილზე ობელისკის გახსნა. თბილისის მერიამ მიიღო ჩემი თხოვნა. ჩამოიტანა ყაზბეგის რაიონიდან ორი ძვირფასი დიაბაზის ქვა და 2010 წლის 17 მარტს, გალაკტიონის თვითმკვლელობის დღეს, ოფიციალურად გაიხსნა“- იხსენებს ვახტანგ ჯავახაძე.

თუმცა ოფიციალურ გახსნამდე იყო ნახევარსაუკუნოვანი დუმილი.  პირველი 30 წლის განმავლობაში გალაკტიონის თვითმკვლელობას ტაბუ ედო, რადგან ეს იყო აშკარა პროტესტი, მაგრამ საბჭოთა იმპერიის დამხობის შემდეგ, უკანასკნელ 20 წელიწადს უყურადღებობა დანაშაულში თანამონაწილეობას ნიშნავდა. „ნუ მივიღებთ მონაწილეობას დანაშაულის კვალის დაფარვაში. ქართველ ერს არ უნდა დავუკარგოთ ეს წმინდა და საბედისწერო ადგილი, როგორც გაფრთხილება, როგორც სამხილი, როგორც ბრალდება!“,- წერდა ვახტანგ ჯავახაძე.

 მერე რა, რომ მთელი სიცოცხლე თვითმკვლელობაზე ფიქრობდა, გალაკტიონ ტაბიძე მოკლა გულცივობამ, უყურადღებობამ და შეურაცხყოფამ. აკი თავად პოეტმაც თვითმკვლელობამდე ბევრად ადრე ჩაწერა დღიურში:„ჩემს თვალწინ სდგას საშინელი სიღარიბე, ვინაიდან მისპობენ საარსებო წყაროებს.. საშინელებაა, როცა ადამიანი „წელებზე ფეხს იდგამს“. საზიზღრობაა, როცა ადამიანი თავს ვერ აღწევს ბორკილებს, რომელსაც ადებს სიღარიბე. მიწასთან გასწორებაა, როდესაცადამიანი ერთსა და იმავე ძონძებში დადიხარ წლობით, როცა ნატრობ სუფთა პერანგს – ვინაიდან საშუალება არა გაქვს, დაიქირავო მრეცხავი, როცა ჰკარგავ თავმოყვარეობას, ან როცა ემალები ხალხს, მის მაგიერ რომ თავისუფლად და დამოუკიდებლად იარო ხალხში, და ეს აჩრდილი სიღარიბისა – ეხლა უკვე აჩრდილი კი არა, რეალური სახეა ჩემთვის. მე ბუნებით არა ვარ შურიანი და ბოროტი ადამიანი, მაგრამ სიღარიბეს შეუძლია ასეთად გამხადოს. საზოგადოება ვერ ითმენს ადამიანს, რომელიც მას არა ჰგავს. საზოგადოება ყოველ ძალასა და ღონეს ხარჯავს, რათა ადამიანი ძირს დაანარცხოს მაღალ საფეხურიდან, ან, ყოველ შემთხვევაში, უსახო კაცად გახადოს – ადამიანი – ადამიანური სახის მქონე. ამიტომ საჭიროა ბრძოლა. ბრძოლა არსებობისათვის!“

გალაკტიონ ტაბიძის გარდაცვალების ფაქტზე აღძრული სისხლის სამართლის საქმე ერთ თვეში, 1959 წლის 15 აპრილს, დაიხურა, რისი დამადასტურებელი დოკუმენტი, მინაწერით „მოისპოს“, ინახება საქართველოს ლიტერატურის მუზეუმში. არსად, არც ერთ პერიოდულ გამოცემაში არ დაწერილა, რომ პოეტმა თავი მოიკლა. როგორც ვახტანგ ჯავახაძე გალაკტიონზე დაწერილ წიგნში „უცნობი“ იხსენებს, ერთადერთი მინიშნება გაკეთდა დასაფლავების დროს, მთაწმინდის პანთეონში გიორგი ლეონიძის მიერ წარმოთქმულ სიტყვაში: „მშვიდობით სიკვდილისათვის აჩქარებულო, როგორ არ იცოდი, რომ სიკვდილი შენ ვერ მოგერეოდა?!“

და ვერც მოერია: დღეს ყველა აღიარებს პოეტების მეფეს, რომლის სახელს ატარებს ხიდი და ქუჩა დედაქალაქში, დგას ძეგლი, პოეტის ბინაზე კი გახსნილია სახლ-მუზეუმი. მაღალი ტირაჟით იბეჭდება და იყიდება მისი ლექსები, ხოლო ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში მუშაობს გალაკტიონოლოგიის ცენტრი, და კიდევ:   ვისმენთ დიდი პოეტის ხმას, რომელიც აუდიოჩანაწერის სახით ლიტერატურის მუზეუმის მიერ გაკეთებულ გალაკტიონის საიტზეა www.galaktion. განთავსებული, დღემდე აღელვებს პოეტის მრავალრიცხოვან თაყვანისმცემელს.

ერთ-ერთი ჩანაწერი გაკეთებულია 1941 წელს, თვითმკვლელობამდე მთელი თვრამეტი წლით ადრე. საბედისწერო დღეს კი, 1959 წლის 17 მარტს, პოეტმა სამკურნალო კომბინატის პირველი კორპუსის მეოთხე სართულზე მდებარე 52-ე ოთახში, განყოფილების გამგის კაბინეტში მდებარე ფანჯარასთან მიიდგა სკამი, რაფაზე შედგა, ფანჯარა გამოაღო და გადახტა…

 დიდმა პოეტმა სული დალია კედლისა და შესასვლელი კიბეების კუთხეში, სადაც ორმოცდაათი წლის განმავლობაში გაიარა მილიონობით ადამიანმა, რომელთაგან ერთეულებმა თუ იცოდნენ ამ ტრაგიკული ფაქტის შესახებ.

როგორც უკვე ვთქვით, ვითარება შეიცვალა 2010 წელს, როცა პოეტის გარდაცვალების ადგილზე დაიდო ვეებერთელა ლოდი, წარწერით: „1959 წლის 17 მარტს აქ დაასრულა სიცოცხლე გალაკტიონ ტაბიძემ“.

თუმცა დღეს ჭავჭავაძის ხუთ ნომერში ვეღარც სამკურნალო კომბინატის შენობას ნახავთ და ვერც ყაზბეგის რაიონიდან ჩამოტანილ მემორიალურ ქვას. 2012 წელს ისტორიული შენობა იყიდა კერძო პირმა, რომელმაც ძველი „ლეჩკომბინატი“ დაანგრია და მის ადგილზე ახლის, მრავალპროფილური საავადმყოფო ”ლეჩკომბინატი ნომერი ერთის” აშენება გადაწყვიტა. საავადმყოფოს აპროექტებს „ლაბორატორია ნომერი სამი“, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი არქიტექტორი დიმიტრი შაფაქიძეა. „ინვესტორისა და მენაშენის ინიციატივით მოხდება არა მხოლოდ ამ ქვის თავის ადგილზე დაბრუნება, არამედ გალაკტიონის სახელთან დაკავშირებული ადგილისათვის მეტი სიღრმისა და მნიშვნელობის მიცემა. ამ ადგილზე გაკეთდება არა მარტო საავადმყოფო, არამედ მოეწყობა კულტურულ-სახელოვნებო სივრცე გალერეის სახით, რომელსაც, დიდი ალბათობით, გალაკტიონის სახელი მიენიჭება და რომელშიც მოეწყობა გალაკტიონის ცხოვრების

ამსახველი მუდმივმოქმედი ექსპოზიცია“. უნდა აღდგეს გალაკტიონის დაცემის ადგილი…ტოპოგრაფიული მონაცემებით ზუსტად უნდა აღდგეს  ის წერტილი, სადაც ობელისკი იდგა. შესაბამისად, ისტორიულ ლოკაციას ცდომილება არ უნდა ჰქონდეს.  რადგან თავისთავად, ახალი სამკურნალო კომბინატის აშენება და გალაკტიონის გარდაცვალების ლოკაციის ზუსტი ტოპოგრაფიული დაფიქსირება სრულფასოვნად ვერ ჩაანაცვლებს  60 წლის წინანდელ გარემოს. შესაბამისად, წარსულთან ამგვარი ბმაც უფრო სუროგატული იქნება, ვიდრე ბუნებრივი.

სამწუხაროდ ჩვენ მივიდვთ იქამდე, რასაც ჰქვია ე.წ. „მონიშვნითი ტურიზმი“. ასეთი ტურიზმის დროს წაგიყვანენ, მაგალითად, მინდორში და გეტყვიან: აქ რაღაც მოცემულ პერიოდში იდგა სახლი, რომელშიც ცხოვრობდა ესა და ეს დიდი მოღვაწე, მაგრამ თქვენ ვერ ნახავთ ვერც სახლს და ვერც ვერანაირ ნიშანწყალს იმ დიდი ადამიანის მოღვაწეობისას… არის, უბრალოდ, ტრიალი მინდორი ან სულ სხვა შენობა დგას. ესაა „მონიშვნითი ტურიზმი“, რაც არაა კარგი, მით უფრო, რომ ჩვენ ხელოვნურად ვკარგავთ მნიშვნელოვან ბმას წარსულთან

მნიშვნელოვანია, რომ აქ, წარსულთან ცოცხალი კავშირის გაწყვეტის თვალსაჩინო მაგალითი არ იყოს კვლავ, რადგან ვიცით, როგორ მოისპო  ის ოთახები, რომლებშიც სიცოცხლის უკანასკნელი საათები გაატარა დიდმა პოეტმა.

განადგურდა და გაქრა ორადგილიანი მეშვიდე პალატა, რომელშიც გალაკტიონისთვის მესამე საწოლის შეტანამ და ჩადგმამ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია.

 განადგურდა და გაქრა მეოთხე სართულზე მდებარე 52-ე ოთახი, სადაც უკანასკნელი ნაბიჯები გადადგა „ვარდისფერ

გზაზე“ აჩქარებულმა პოეტების მეფემ და ვიდრე უკვდავებაში შეაბიჯებდა, ცამეტი ტყვიით ცამეტ თვითმკვლელობაზე მეოცნებემ, ზუსტად 13 მეტრი იფრინა“.

გაზიარება2Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

„თხილის გულის ფასი 20 ლარამდე იყო, დღეს არის 33-დან 35 ლარამდე“ – რატომ იზრდება დაფასოებული პროდუქციის ღირებულება

18:54; 13 თებერვალი, 2026
საზოგადოება

საქართველოში ღვინის ეროვნული დღე დაწესდა

18:24; 13 თებერვალი, 2026
საზოგადოება

როგორ აფასებს ავტომრბოლელი “ოცნების”ინიციატივას

17:49; 13 თებერვალი, 2026
საზოგადოება

რა ეღირება დოლარი და ევრო ხვალ – ვალუტის კურსი

17:40; 13 თებერვალი, 2026
საზოგადოება

„საქართველოს რკინიგზა“: რუსეთსა და საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლის განახლებაზე საუბარი არ არის

16:05; 13 თებერვალი, 2026

დღეს კოტე მახარაძის დაბადების დღეა

“ჩემი ცხოვრება მას შემდეგ შეიცვალა, რაც ოჯახით თბილისიდან საცხოვრებლად სოფელში დავბრუნდი“

ყველა სიახლე

ზაფრანი

ვინ კითხულობს ადამიანებს წიგნივით

21:59; 13.02.2026
ზაფრანი

რას ამბობს თქვენი დაბადების წლის ბოლო ციფრი თქვენს შესახებ

21:55; 13.02.2026
ზაფრანი

ერთგულების რეიტინგი

21:51; 13.02.2026
პოლიტიკა

ელენე ხოშტარია: განათლებას აუქმებენ – არც ფულს დავხარჯავთ ამაში და არც თქვენი ცოდნის ატანა შეგვიძლიაო!

20:31; 13.02.2026
პოლიტიკა

“ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთან კონსტრუქციულ ურთიერთობას ესწრაფვის”- სახელმწიფო დეპარტამენტი

19:58; 13.02.2026
პოლიტიკა

პრობლემების იდენტიფიცირების ეტაპი- პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე ხილ-პროდუქტების და წვენების მწარმოებლებს მოუსმინეს

19:54; 13.02.2026
საზოგადოება

„თხილის გულის ფასი 20 ლარამდე იყო, დღეს არის 33-დან 35 ლარამდე“ – რატომ იზრდება დაფასოებული პროდუქციის ღირებულება

18:54; 13.02.2026
სამართალი

“300 000 ლარი მიითვისა, თავს არიდებს სამართალდამცავ ორგანოში გამოცხადებას”- პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

18:40; 13.02.2026
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევა – ადგილიდან მძიმე ვიდეო ვრცელდება

18:29; 13.02.2026
საზოგადოება

საქართველოში ღვინის ეროვნული დღე დაწესდა

18:24; 13.02.2026
პოლიტიკა

M1 კატეგორიის მსუბუქ ავტომობილებთან დაკავშირებულ რეგულაციებზე დამატებითი განმარტებები ვრცელდება

18:13; 13.02.2026
პოლიტიკა

ვოლსკი: ასეთი გააფთრებული წინააღმდეგობა მიუთითებს, რომ რაღაც პოლიტიკური პლატფორმა გააჩნიათ

17:54; 13.02.2026
საზოგადოება

როგორ აფასებს ავტომრბოლელი “ოცნების”ინიციატივას

17:49; 13.02.2026
საზოგადოება

რა ეღირება დოლარი და ევრო ხვალ – ვალუტის კურსი

17:40; 13.02.2026
პოლიტიკა

“ოცნებამ” ეუთოს “მოსკოვის მექანიზმის” ფარგლებში შექმნილ ექსპერტთა მისიაში ექსპერტი არ წარადგინა

17:16; 13.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

12:03; 12.02.2026
0

ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

11:42; 11.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო