საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საქართველოს მოქალაქეების საზოგადოებრივი აზრის კვლევას აქვეყნებს. კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა NATO-ში გაწევრიანებას მტკიცედ მხარს უჭერს.
კითხვაზე მხარს უჭერთ თუ ეწინააღმდეგებით საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას, პასუხები ასე გადანაწილდა:
გამოკითხულთა 65% – მტკიცედ მხარს უჭერს;
15% – გარკვეულწილად მხარს უჭერს;
5% – გარკვეულწილად ეწინააღმდეგება;
9% – კატეგორიულად ეწინააღმდეგება;
6% – ამბობს, რომ არ იცის, ან კითხვას არ პასუხობს.
კვლევა საქართველოში 4-დან 23 მარტის ჩათვლით ჩატარდა. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს მეშვეობით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1 500 რესპონდენტს. ცდომილების ზღვარი +/- 2.5 %-ია, ხოლო გამოპასუხების მაჩვენებელი – 74%.