ჯუბა პატარაია, ლანჩხუთი:
_ არ ვარ ამ საკითხში კომპეტენტური და ვერ გაგცემთ პასუხს.
ზურაბ ზოიძე, ლანჩხუთი:
_ არ მგონია, გაზრდილი იყოს კორუფცია.
ლადო აფხაზავა, ლანჩხუთი:
_ ეს საქართველოა, სადაც თუ ვინმეს რამე არ რჩება, ისე არაფერს გააკეთებს. ჩემი აზრით, კორუფციამ მოიმატა კი არა, უკვე ზღვარს გადავიდა. ეს შესამჩნევიც არის, თუმცა, ამ ყველაფრის შენიღბვას ისე კარგად ახერხებენ, ვითომც არაფერი.
ნელი ცეცხლაძე, ოზურგეთი:
_ კი, ყველაფერმა ცუდმა მოიმატა ქვეყანაში!
ლადო ლომჯარია, ოზურგეთი:
_ მოიმატა, რა თქმა უნდა.
ვასილ ცეცხლაძე, ოზურგეთი:
_ კი. ღვთისშვილები რომ ღმერთს არ ვუსმენთ, ესაა.
ციალა დოლიძე, ოზურგეთი:
_ მოიმატა, აბა, რა! ყველაფერი ცუდი მომატებულია.
მადონა სიხარულიძე, ოზურგეთი:
_ მაგას კითხვა უნდა?! დაინგრა ქვეყანა!
იაკობ ბოლქვაძე, ოზურგეთი:
_ მოიმატა ღიად.
ბორის ბაჯელიძე, ოზურგეთი:
_ მოიმატა, ბატონო! კითხვა უნდა მაგას?!
ვაჟა კუჭაშვილი, ოზურგეთი:
_ მომატებულია და ყველაფერს ეტყობა.
თამაზ ნაკაშიძე, ოზურგეთი:
_ მოიმატა. მილიონებს რომ ფლანგავენ, სად ხართ მედია _ დააქუხეთ!
შაქრო ბეჟანიძე, ოზურგეთი:
_ მაგას კითხვა უნდა, რომ მოიმატა?!
ინგა ხუბუკელაშვილი, ოზურგეთი:
_ ჩვილი ბავშვი მიხვდება, რომ მოიმატა.
ვენერა დოლიძე, ოზურგეთი:
_ ალბათ, მოიმატა.
ნატო ჩხიკვაძე, ჩოხატაური:
_ კი, მოიმატა.
ლალი ბუბუტეიშვილი, ჩოხატაური:
_ მოიმატა, როგორ არა.
თამაზ სადრაძე, ოზურგეთი:
_ ვერ ხვდებით, რომ მეკითხებით? ყველაფერმა ცუდმა მოიმატა ყაჩაღობის ჩათვლით.
ტრისტან სიხარულიძე, ოზურგეთი:
_ არ ვარ კომპეტენტური მაგ საქმეში.