https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    დიმიტრი პესკოვი – თუ ლიეტუვა თავის ტერიტორიაზე ბირთვულ იარაღს განათავსებს, ის რუსეთის სამიზნედ იქცევა

    რუსულმა ძალებმა კიევს დრონებით შეუტიეს – არიან დაშავებულები

    მედია – დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

    მედია – რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

    პესკოვი: პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა

    ელ-ნინიო სწრაფად ძლიერდება, რის გამოც პლანეტას ამინდის ანომალიების კიდევ 6 თვე ელის – გაერო

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

30 წლის მოუგვარებელი პრობლემა და მხატვარი, რომელიც პოლიეთილენის ტომრების ქვეშ ხატავს

14:07; 29.07.2018
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

“ძალიან მძიმე, მძიმე და მძიმე მდგომარეობა არის ჩემთან. ამ ეტაპზე ვერ ვხატავ, არადა მინდა ბევრი რამე გავაკეთო”, _ ეს სიტყვები ოზურგეთელ მხატვარ მარინა უჯმაჯურიძეს ეკუთვნის. პროფესიონალი მხატვარი არაერთხელ მოქცეულა მედიის ყურადღების ქვეშ, თუმცა, მას უფრო მეტი ყურადღება ჭირდება ყველასგან, რომ მეტი ნახატი შექმნას.

“ნახატებს არ ვითვლი…”

ქალაქ ოზურგეთში, გრიბოედოვის ქუჩაზე, მარინა უჯმაჯურიძე წლებია, მარტო ცხოვრობს. საცხოვრებელი სახლის მდგომარეობა ისეთი მძიმეა, არის დღეები, როდესაც ხატვისთვის საერთოდ არ სცალია. ამ ყველაფერს ჯანმრთელობის პრობლემა და უსახსრობა ემატება.

სახლში შესვლამდე “პოლიეთილენის ტომრების ხეივანი” უნდა გაიარო. აქ, როგორც გავიგეთ, მხატვრის სახელოსნოა, სადაც მხატვარი მხოლოდ მზიან ამინდში მუშაობს.

ბოლო თვეებია არაფერი შეუქმნია, არც ამის საშუალება და არც განწყობა აქვს.

“ჯანმრთელობით პრობლემები მაქვს და ასე გამოდის, ვჩქარობ, რაც შეიძლება, მეტი ნახატი დავტოვო. 30 წელია ერთი და იმავე პრობლემაზე ვსაუბრობ და ჯერაც არ არის მოგვარებული”, _ გვეუბნება მარინა უჯმაჯურიძე.

მხატვარი ამბობს, თუ რატომ აირჩია ეს პროფესია და რის გამო თქვა ბავშვობაში უარი მუსიკაზე:

“როდესაც იმ საქმის პროფესიონალი ხდები, რომელსაც მთელი ცხოვრება აკეთებ, ნაკლებად ფიქრობ, რატომ გადაწყვიტე ამ პროფესიას გაყოლოდი. არ მიფიქრია, რომ მხატვარი ვიქნებოდი ჩემი მთელი ცხოვრება. სიმართლე გითხრათ, ჩემთვის ყველაზე იაფი აღმოჩნდა მხატვრობის შესწავლა. როდესაც პატარა ვიყავი, მინდოდა პიანისტობა, მუსიკა მესწავლა, მაგრამ ოჯახში იმის საშუალება არ გვქონდა, პიანინო გვეყიდა და თან მუსიკალურ სკოლაში მესწავლა. ფურცელი და ფანქარი მქონდა და ასე აღმოჩნდა მხატვრობა ჩემს ცხოვრებაში. გადავწყვიტე, რაც ხელმისაწვდომი იქნებოდა, ის მეკეთებინა”.

ნახატებს არ ითვლის და არ ყიდის. როგორც ბევრი, ისე “გურია ნიუსიც” დაინტერესდა, თუ რატომ არ ყიდის მხატვარი ნახატებს:

“ამაზე პროფესიონალები საუბრობენ? მინდა გავყიდი და მინდა _ არა?! არ შეიძლება ასე ამ საკითხზე საუბარი. ხშირად მეკითხებიან ამის შესახებ და ცოტათი ვღიზიანდები. ეს საქმე ჩემთვის არაკომერციული საქმეა და ამისთვის ხომ არ უნდა ვიყო მიტოვებული? ხელოვან ხალხს მეტი ყურადღება ჭირდება ხელისუფლების მხრიდან, მაგრამ ვის ცალია ჩვენთვის?! არ უნდა დაინტერესდნენ, რა ჭირდებათ ხელოვანებს, პროფესიონალებს, რომლებსაც შემოსავალი არ აქვთ?!” _ გვეუბნება მარინა უჯმაჯურიძე.

სახლში რამდენიმე კატა და ძაღლი ჰყავს. ვკითხეთ, რა განაპირობა ასეთი სიყვარული შინაური ცხოველების მიმართ.

“შინაურ ცხოველებს ნუ გამოყოფთ, საერთოდ, ყველა სულიერის მიმართ მაქვს სიყვარული და პატივისცემა”, _ გვიპასუხა მხატვარმა.

მარინა უჯმაჯურიძე ოცნებობს, რომ მისი სახელოსნო ჰქონდეს, რომ დაგეგმილი პროექტები განახორციელოს და რაც შეიძლება, მეტი დრო დაუთმოს ხატვას:

“გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქალაქის ცენტრში, სახელოსნოს მომცემდნენ და საშუალება მექნებოდა, მეკეთებინა ჩემი საყვარელი საქმე. ეს ბეგლარ სიორიძის მერობის დროს იყო. არ ვიცი, ახლა რა ხდება და რატომ არ მივიდა ეს საქმე ბოლომდე”.

დის გულისტკივილი

ყველაზე მეტად მარინა უჯმაჯურიძეს მისი ერთადერთი და ჰყავს დახატული. ირინა უჯმაჯურიძე ახლა მეუღლესთან ერთად ჰოლანდიაში ცხოვრობს.

ამჯერად, ოზურგეთში სამი წლის უნახავ დასთან ჩამოვიდა. დასახული გეგმა არ გახორციელდა _ საგულდაგულოდ მოემზადა, რომ მისი და ისევ დაეხატა, მაგრამ საღებავები, რომელიც წლებია აგროვებდა, მოპარული დახვდა.

“ჩემი გულისტკივილი დიდია, მაგრამ ეს საჯაროდ მედიისთვის არ მითქვამს. ჩემს დას, როგორც შემიძლია, ვეხმარები, მაგრამ გამოგზავნილი ფული ვალებში მიდის.

გული მწყდება, რომ მარინა, ყველასგან აღიარებული მხატვარი, ასე მიტოვებულია და ხატვის საშუალება არ აქვს. თანხა, რომელსაც ვუგზავნი სახლის წინ ჩამოკიდებულ პოლიეთილენის ტომრებში იხარჯება _ წვიმის დროს სახლში ისე წვიმს, როგორც გარეთ.

ამასაც პირველად ვამბობ _ ჩვენ გენერალი მირზაჯან მადათოვის შთამომავლები ვართ. ის მადათოვის კუნძულის მფლობელი იყო. მირზაჯანის შვილი _ სოფიო იყო მამაჩემის დედა. ჩვენ წინაპრებს  კომუნისტების პერიოდში ჩამოართვეს ქონება”, _ ამბობს მხატვრის და ირინა უჯმაჯურიძე.

ამონარიდი პროფესორის ნაშრომიდან

მადათოვების შესახებ ვრცელი მოკვლევა ჩაატარა პროფესორმა იური სიხარულიძემ:

“თბილისელ მადათოვების შესახებ მრავალი წყარო მოიპოვება, როგორც წერილობითი, ისე ნივთიერი, ზეპირსიტყვიერი და სხვა.

დადგინდა, რომ მადათოვის ერთადერთი ასულის _ სოფიოს შთამომავლები უჯმაჯურიძეები არიან და ოზურგეთს ცხოვრობენ”, _ ეს ამონარიდია კვლევიდან, რომელიც გაზეთ “კრიმანჭულში” გამოაქვეყნა იური სიხარულიძემ.

ირინა უჯმაჯურიძის თქმით, “სოფიო გათხოვდა კირილე უჯმაჯურიძეზე. მათ ჰყავდათ 12 შვილი. ბაბუაჩემი რევოლუციონერი იყო და შეძლებული ოჯახის შვილი მოიყვანა ცოლად”.

“სიცოცხლეში უნდა ვცეთ ერთმანეთს პატივი”

“მამაჩემი და დედაჩემი მდიდრულად არ ცხოვრობდნენ… მაგრამ, ყველაფერს აკეთებდნენ, რომ ჩვენთვის სწავლა-განათლება მოეცათ. ყველაფერი ჩვენს სულიერ განათლებას მოახმარეს. ხომ ხედავ როგორ სახლში ცხოვრობს ჩემი და?!

მარინა ტილოზე არ ხატავს _ ყველა ფული მუყაოში და საღებავებში იხარჯება.

მარინას სხვა ხედვა აქვს _ კომუნისტების დროს რომ სტანდარტი იყო, ისე არ ხატავდა _ ყოველთვის თავისებური და თავისუფალი იყო.

ახლა სამარცხვინო რამ ხდება ქვეყანაში _ ვარსკვლავების გახსნა უფრო პრიორიტეტულია, ვიდრე ხელოვანი ხალხის დახმარება.

ძალიან გამიხარდა, როდესაც ქალაქ ოზურგეთის ყოფილმა მერმა ბეგლარ სიორიძემ თქვა, რომ მარინას სახელოსნოს გადასცემდნენ, მაგრამ ამ დრომდე ეს საკითხი მოუგვარებელია. რატომ არ არის ამ საკითხით ახლანდელი ადგილობრივი მთავრობა დაინტერესებული?!

ერთხელ, წლების წინ, ჩვენთან აკაკი ბაქრაძე იყო ჩამოსული და თქვა, ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, უნდა გარდაიცვალოს ადამიანი, რომ პატივი ვცეთო… ამით იმის თქმა მინდა, რომ სიცოცხლეში უნდა ვცეთ ერთმანეთს პატივი”, _ ამბობს ირინა უჯმაჯურიძე.

სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოს პრესსამსახურის უფროსმა ნიკა ქიმუცაძემ ჩვენთან საუბრის დროს თქვა, რომ საჯარო რეესტრმა დამატებითი საბუთები მოითხოვა, რომ შენობა მარინა უჯმაჯურიძეს კანონიერად გადაცემოდა:

“დამატებითი ნახაზები იყო საჭირო და ჩვენ ამის შესახებ მივწერე ადგილობრივ ხელისუფლებას, მაგრამ ამ დრომდე პასუხი არ მიგვიღია.

ეს არ იყო სახელმწიფო ქონება, და საჯარო რეესტრმა ვერ დაარეგისტრირა, რადგან სრულყოფილად არ იყო ნახაზები წარდგენილი”, _ ამბობს ნიკა ქიმუცაძე.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში “გურია ნიუსს” უთხრეს, რომ ეკონომიკის სამინისტროს ჯერ კიდევ არ გადმოუცია სარგებლობაში ზემოთ აღნიშნული ფართი:

“ეს ნაგებობა არის არასტანდარტული და პრობლემური. სახურავიდან წყალი ჩადის და სხვა მცხოვრებლებსაც ექმნებათ პრობლემა.

ჩვენ საკუთრებაში ვერ გავცემთ ამ შენობას, რადგან მუნიციპალიტეტის ბალანსზე არ არის”, _ გვითხრეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ სამსახურში, სადაც, როგორც ჩანს, არ ფლობენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საჯარო რეესტრმა დამატებითი დოკუმენტები მოითხოვა.

გაზიარება2Tweet2Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

3 წლამდე ბავშვი მესამე სართულიდან გადმოვარდა

21:37; 11 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

რა ჯდება მერიის თანამშრომელთა მგზავრობა და რას აჩვენებს 14-წლიანი შესყიდვები?

19:41; 11 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:35; 11 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

პატრიარქი – ხშირად უნდა მოვწყდეთ ჩვენს მიწიერ მიჯაჭვულობას, საზრუნავს და აღვაპყროთ ჩვენი გონება ზეცისკენ, წმინდანებისკენ და მათ ვთხოვოთ შეწევნა

15:45; 11 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

თიბისის მობაილბანკის აგვისტოს განახლებები – კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ერთ სივრცეში

15:17; 11 სექტემბერი, 2026

შეთქმულება პატრიარქის წინააღმდეგ _ დეკანოზი მზად არის სინოდს ინფორმაცია მიაწოდოს

მდინარეში დაკარგულ მამაკაცს მე-4 დღეა ეძებენ

ყველა სიახლე

მთავარი

 „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

22:22; 11.09.2026
საზოგადოება

3 წლამდე ბავშვი მესამე სართულიდან გადმოვარდა

21:37; 11.09.2026
საზოგადოება

რა ჯდება მერიის თანამშრომელთა მგზავრობა და რას აჩვენებს 14-წლიანი შესყიდვები?

19:41; 11.09.2026
პოლიტიკა

გიორგი ბარამიძეს 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება- რას აცხადებენ პროკურატურაში

19:31; 11.09.2026
სამართალი

გენერალურ პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა

18:46; 11.09.2026
სამართალი

გიორგი ბარამიძე დაკავებისას – მითხრეს, რომ დაკავებული ვარ საქართველოს ღალატისთვის

18:37; 11.09.2026
ფინანსები

100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის

18:36; 11.09.2026
სამართალი

გიორგი ბარამიძე დააკავეს

18:12; 11.09.2026
ფინანსები

Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს სხვადასხვა შეთავაზებები დახვდებათ

17:58; 11.09.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:35; 11.09.2026
პოლიტიკა

თამარ ჩერგოლეიშვილი: „ნაციონალურ მოძრაობას“ თავად მიხეილ სააკაშვილი შლის, სისტემურად და არა იაგო ხვიჩია, „ნაცმოძრაობას“ გადარჩენა არ უწერია

16:16; 11.09.2026
საზოგადოება

პატრიარქი – ხშირად უნდა მოვწყდეთ ჩვენს მიწიერ მიჯაჭვულობას, საზრუნავს და აღვაპყროთ ჩვენი გონება ზეცისკენ, წმინდანებისკენ და მათ ვთხოვოთ შეწევნა

15:45; 11.09.2026
საზოგადოება

თიბისის მობაილბანკის აგვისტოს განახლებები – კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ერთ სივრცეში

15:17; 11.09.2026
სამართალი

მარგო მარგო ზოიძის მკვლელობის საქმე _ სააპელაციო სასამართლომ ბრალდებულის მხარის საჩივარი დაუშვებლად ცნო

13:45; 11.09.2026
საზოგადოება

აბიტურიენტების საყურადღებოდ! _ მეორად ჩარიცხვასთან დაკავშირებით განახლებული ცნობარი გამოქვეყნდა

13:10; 11.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

9:58; 4.09.2026
0

“სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

10:07; 19.08.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო