ნანა ჩხეიძე, ოზურგეთი:
_ ხალხმა. პარლამენტი თავისთავად იმას აირჩევს, ვინც მაგათ “აწყობთ”.
ქეთევან ქადეიშვილი, ოზურგეთი:
_ ხალხმა, რადგან პრეზიდენტი უნდა იყოს თითოეული ჩვენგანის უფლებების დამცველი და არა სხვისი საკონტროლებელი.
ბიჭიკო სიხარულიძე, ოზურგეთი:
_ რა თქმა უნდა, ხალხმა. პრეზიდენტი ხალხის ინტერესების დამცველი უნდა იყოს.
გია ორაგველიძე, ლანჩხუთი:
_ პრეზიდენტი ხალხის რჩეული უნდა იყოს.
ლამარა ფირცხალაიშვილი, ლანჩხუთი:
_ სულ ხალხი ირჩევდა და ახლაც ასე უნდა იყოს.
გელა რიონიძე, ლანჩხუთი:
_ პრეზიდენტის პოსტი არჩევითი უნდა იყოს და ის აუცილებლად მოსახლეობამ უნდა აირჩიოს.
ირაკლი მამალაძე, ჩოხატაური:
_ ხალხმა უნდა აირჩიოს, რა თქმა უნდა.
დავით ჟღენტი, ჩოხატაური:
_ ხალხმა.
სოსო თოხაძე, ჩოხატაური:
_ პრეზიდენტი უნდა აირჩიოს პარლამენტმა, რადგან არჩევნები დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. რა აზრი აქვს ხალხი აირჩევს თუ პარლამენტი _ პარლამენტიც ხომ ხალხის რჩეულებითაა დაკომპლექტებული.
ეკატერინე მიმინოშვილი, ოზურგეთი:
_ რა თქმა უნდა, მოსახლეობა უნდა ირჩევდეს. პრეზიდენტი უნდა იყოს მოსახლეობის უფლებების დამცველი.
დიტო ვადაჭკორია, ლანჩხუთი:
_ ჩემთვის მისაღები გერმანული მოდელია, სადაც პრეზიდენტს წარმომადგენლობითი ორგანო ირჩევს.