https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    დიმიტრი პესკოვი – თუ ლიეტუვა თავის ტერიტორიაზე ბირთვულ იარაღს განათავსებს, ის რუსეთის სამიზნედ იქცევა

    რუსულმა ძალებმა კიევს დრონებით შეუტიეს – არიან დაშავებულები

    მედია – დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

    მედია – რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

    პესკოვი: პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა

    ელ-ნინიო სწრაფად ძლიერდება, რის გამოც პლანეტას ამინდის ანომალიების კიდევ 6 თვე ელის – გაერო

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

მუჰაჯირობა, დეპორტაცია და დაკარგული ხალხი

12:03; 27.03.2017
ისტორია
Share on FacebookShare on TwitterEmail

მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში, 50-იანი წლების დასაწყისში, ქართულ საზოგადოებაში უჩვეულო გამოცოცხლებაა _ ჩვენი ისტორიკოსების ნაწილი ზედიზედ აქვეყნებს სტატიებს იმის თაობაზე, თუ როგორ ჩაგრავენ საშინელი თურქი დამპყრობლები საკუთარ მიწა-წყალზე მცხოვრებ  გურჯებსა და ლაზებს. პროპაგანდა პიკს აღწევს.
 ჩნდება კითხვა _ თურქეთისთვის ისტორიული ქართული მიწების ჩამოჭრა მზადდება თუ  მიმდინარეობს რიგითი მოჩვენებითი  ”საბჭოური” ფახი-ფუხი? ცხარე დებატებში  თურქი მეცნიერები ერთვებიან, ხოლო  პოლიტიკური ვითარება საერთაშორისო სკანდალის ხასიათს იღებს. ბოლოს და ბოლოს, საქმეში დასავლეთის სახელმწიფოების ჩარევის  შემდეგ, დაძაბულობა ჩაცხრა. მთელი ამ  ”საბჭოურ”-პოლიტიკური თამაშებისა და პერიპეტიების შედეგი ის იყო, რომ საბჭოთა  კავშირთან თურქეთის საზღვრისპირა ტერიტორიებზე მცხოვრები ქართული მოდგმის  ხალხი შუა თურქეთის სხვადასხვა კუთხეში მიმოფანტეს.  მთელი ამ ისტორიული დავა-კამათის ცინიზმი კი იმაში მდგომარეობდა, რომ ქართული  საზოგადოების სწორედ იგივე ”საბჭოურ”-  ”პატრიოტული” ნაწილი უდრტვინველად  შეხვდა საქართველოს ტერიტორიიდან  გურჯების და ლაზების გასახლებას ”საბჭოთა”  შუა აზიაში. თურმე ჩვენც გვცოდნია ამორჩევით  და პოლიტიკური კონიუნქტურით  ”პატრიოტული ყიჟინის” დაცემა.  ახლა მოკლე, მაგრამ ტრაგიკული, ამბები ჩვენი  ისტორიიდან.
1. პირველი მუჰაჯირობა.
1828 წელს რუსეთის  საიმპერიო ჯარების მიერ ახალციხის აღებას მოჰყვა ახალციხის საფაშოს გაუქმება, რაც  დასრულდა ქართული მაჰმადიანური  მოსახლეობის საკმაოდ სოლიდური ნაწილის,  10000 ოჯახის, თურქეთში გადასახლება, ხოლო  მათ ნაცვლად ქრისტიანი სომხების ჩამოსახლება (ახალციხის სომხურ სასაფლაოზე განისვენებს სომეხი ეპისკოპოსი, რომელიც წინ მოუძღოდა რუსეთის იმპერიაში და, არა საქართველოში,  ჩამოსასახლებელ ხალხს) ”გათავისუფლებულ” მიწებზე. რუსეთის ხელისუფლებამ, რომლის გეგმასაც სამცხე-ჯავახეთში გენერალი პასკევიჩი ახორციელებდა, 1830 წელს თურქეთიდან 30 ათასამდე სომეხი ჩამოასახლა, სომხები ჩაასახლეს ქვემო ქართლში, ასევე სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში ჩაასახლეს ბერძნები.
2. მეორე მუჰაჯირობა.
ისტორიიდან კარგადაა  ცნობილი, თუ კავკასიის დაპყრობის მთელს პერიოდში (XIX საუკუნის დასაწყისიდან ამავე  საუკუნის 60-იანი წლების ბოლომდე) რუსეთმა რა სასტიკ ხერხებს მიმართა აქ მცხოვრები  ხალხების მიმართ. შავიზღვისპირეთის, ისევე როგორც მთის კავკასიის, მოსახლეობის   რუსეთის იმპერიის ფარგლებიდან გასახლება იყო დასაწყისი მცირე ეთნოსების გაუგონარი  განადგურებისა. აღმოსავლეთ და დასავლეთ კავკასიაში დამპყრობლური ომების  დასრულებისთანავე ჯერი სამხრეთ კავკასიაზე მიდგა. რუსეთის წინააღმდეგ 1864 წლის  ლიხნის აჯანყების შემდეგ რუსეთის საიმპერიო  ხელისუფლებამ მოამზადა ”საფუძველი”  აფხაზების გასახლებისა და 1867 წელს აფხაზი მუჰაჯირების პირველმა ნაკადმა თურქეთს  მიაშურა (ისტორიის ცინიზმია, რომ ლიხნი კიდევ ერთხელ, უკვე XX საუკუნის 80-იანი  წლების ბოლოს, გამოჩნდა ქართულ-აფხაზურ ურთიერთობაში, როგორც ბოლო  ანტიქართული ”პროფანირებულ-ისტორიული” მოძრაობის დაწყების ადგილი). პირველ  მუჰაჯირობას შეეწირა დალი და წებელდა, საიდანაც გასახლდა 15 000-მდე მუსლიმი  აფხაზი.
3. მესამე მუჰაჯირობა.

1877-1878 წლებში  მიმდინარე რუსეთ-თურქეთის ომის დროს აფხაზებმა რევანში სცადეს, მაგრამ ისევ  დამარცხდნენ (რასაკვირველია, თურქულ სამხედრო შენაერთებთან ერთად) და  თურქეთში კიდევ გადასახლდა მათი მნიშვნელოვანი ნაწილი. აფხაზთა პირველი  (საქართველოს ისტორიული ტერიტორიიდან მეორე) მუჰაჯირობისგან განსხვავებით,  ამჯერად გადასახლებულთა შორის ქართველებიც მოჰყვნენ. ამ პოლიტიკის შედეგი იყო ის, რომ 1888 წლის მონაცემებით სოხუმის  ოლქში სახლობდა მხოლოდ და მხოლოდ 32 000 აფხაზი.
 4. მეოთხე მუჰაჯირობა.
აჭარიდან  ქობულეთელების გადასახლება თურქეთში პირველი მსოფლიო ომის დროს რუსეთ-თურქეთის ფრონტზე საბრძოლო მოქმედებების დროს მოხდა. ქართველ მაჰმადიანთა მორიგ  გაძევებას საკუთარი სახლ-კარიდან ხელმძღვანელობდა გენერალი ბრუსილოვი,  პირველი მსოფლიო ომის ”გმირი რუსი სარდალი”.
5. პირველი ”საბჭოური” დეპორტაცია.
1944  წლის 15 ნოემბერს დაიწყო და 1945 წლის იანვარში დასრულდა დეპორტაცია სამცხე-ჯავახეთის ისლამის მიმდევარი მოსახლეობისა, რომელთა შორისაც იყვნენ მაჰმადიანი ქართველები (ისინი გადასახლებულთა შორის დიდ უმრავლესობას წარმოადგენდნენ). სანახევრო რეაბილიტაციის (1956 წელს) შემდეგ მათ საქართველოში ჩამოსვლა აეკრძალათ.
6. მეორე ”საბჭოური” დეპორტაცია. 1949 წელს აფხაზეთიდან გაასახლეს ლაზები. ისინი, ძირითადად, სოხუმისა და ოჩამჩირის რაიონის სოფლებში ცხოვრობდნენ. რეაბილიტაციის შემდეგ მათი დიდი უმრავლესობა თურქეთში გადავიდა საცხოვრებლად. საერთოდ, ქართულ  საზოგადოებაში ამ ქართველური მოდგმის ხალხის შესახებ ცოტა რამ იციან. ნაკლებად იცის ვინმემ (ამის შესახებ უწყიან მხოლოდ ლაზებმა და ჩვენი საზოგადოების მათთან დაახლოებულმა ნაწილმა) აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ლაზური მოსახლეობა განათლებას ორ ენაზე იღებდა – დაწყებითში ლაზურად, შემდეგ კი რუსულად. ამ ადამიანთაგან ბევრმა ქართული ენა მოგვიანებით ისწავლა. მაგრამ, როგორც უკვე ითქვა, მათი აფხაზეთში ცხოვრება და საქმიანობა (მათ შორის, ბავშვთა აღზრდა და სწავლა-განათლება) 1949 წელს დასრულდა (თუ დაასრულეს). პირველ და მეორე ”საბჭოურ” დეპორტაციას ფაქტობრივად ქართული სუბეთნოსისა და სუბეთნოგრაფიული ჯგუფის ”საბჭოური” მუჰაჯირობა მოჰყვა – მათი ნაწილი (ლაზებისა – დიდი, ხოლო მესხებისა – მცირე) თურქეთში  გადასახლდა. თავდაპირველად რუსეთის იმპერიის, შემდეგ ”დიადი საბჭოეთის”, ახლა კიდევ რუსეთის ფედერაციის ”მასტაბილიზებელი” როლი კავკასიაში ნათლად გამოიკვეთა. დღესაც, კავკასიის ერები თუ ეროვნებები რუსული პოლიტიკური და ინტელექტუალური (თუ ფსევდოინტელექტუალური) აზროვნებისთვის მხოლოდ ”ეთნოლოგიურ კლასიფიკაციას” ექვემდებარებიან. ამ ყაიდის ინტელექტუალთა ნააზრევით საქართველოში ცხოვრობენ: საკუთრივ ქართველები (собственно грузины), ანუ კახელები, ქართლელები, ქართველი მთიელები, იმერლები, გურულები, აჭარლები, ქობულეთელები (!) – მეგრელები, ლაზები, სვანები (1888 კალენდრის იგივე დამატება). აი, ასე, ბატონებო. სავსებით ნათელი უნდა იყოს ბოლო დროს რუსულ მედია სივრცეში გავრცელებული, თუ წიგნის ბაზარზე  გამოქვეყნებული რუკების დანიშნულება, რომლებშიც საქართველოს მხარეები ამგვარი დაყოფით არიან დალაგებულები, რისი მიუღებლობაც ისტორიულადაც და  საქართველოს პოლიტიკური ინტერესების გათვალისწინებითაც ეჭვს არ უნდა იწვევდეს. ვისაც ნათელი წარმოდგენა აქვს რუსეთზე და მის პოლიტ თუ ინტელექტელიტების აზროვნების მიმართულებაზე, მისთვის ამ ინფორმაციაში ახალი არაფერია. საუბარი ეხება  ქართული საზოგადოების მხოლოდ იმ ნაწილს, ვისთვისაც რუსეთი დღემდე მოიაზრება საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორად კავკასიაში. მთელი ისტორია კავკასიისა მეტყველებს იმაზე, რომ რუსეთი თავის იმპერიული მიზნებს ახორციელებდა აქ მცხოვრები ხალხების ”დამნაშავე ერებად” გამოცხადებისა და მათი გადასახლება- განადგურების გზით. ამასთან, მიზანს იგი აღწევდა მხოლოდ მაშინ, როდესაც კავკასიის ერებს შორის დაპირისპირება არსებობდა, რაც მათი (ამ ჩამონათვალში ქართველებიც მოიაზრებიან) პოლიტიკური სიბეცის გამო დღესაც გრძელდება. დღეისთვის მხოლოდ ქართულ- აზერბაიჯანული ურთიერთობები აკმაყოფილებენ კეთილი და საქმიანი თანაარსებობის კრიტერიუმებს (როდესაც ქვეყნდება რისკის ზონების რეესტრი კავკასიურ სივრცეში, საქართველო-აზერბაიჯანის შეხებათა არეალი არ შედის – მაღალი, საშუალო თუ დაბალი რისკის ზონებიდან არც ერთში). ამდენად, ცოტა გაუგებარია ქართულ მედიასივრცეში დროდადრო გამოჟონილი ინფორმაცია ქართულ-აზერბაიჯანულ ურთიერთობებში მოსალოდნელი, ლამის სამკვდრო-სასიცოცხლო, დაპირისპირების შესაძლებლობაზე. როგორც ჩანს, გარკვეულ წრეებს ძალიან აძლევთ ხელს მოვლენათა ამგვარი განვითარება. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, დრო ხომ არ მოვიდა ქართული საზოგადოება (მათ შორის, უპირველესად, პოლიტიკური) დაფიქრდეს არა იმაზე, თუ კავკასიური სივრცის სხვა ერმა თუ ეროვნებამ რა შეცდომა დაუშვა ან რა დააშავა ჩვენთან ურთიერთობაში, არამედ იმაზე, თუ ჩვენ რა შეცდომები დავუშვით მათთან მიმართებაში. დავფიქრდეთ და მომავალი საქმიანობა ისე წარვმართოთ, რომ წარსულის გადაცდომები აღარ გავიმეოროთ. ისლამურ სამყაროსთან ურთიერთობა ძალზე რთულია და პრობლემური. თუმცა, საქართველოს შესწევს უნარი კარგად გაართვას თავი მის წინაშე მდგარ სტრატეგიულ ამოცანებს – ამ მიზნების განხორციელებაში ჩვენს სახელმწიფოს ფასდაუდებელი სამსახური შეუძლია გაუწიოს ქართულმა ისლამურმა საზოგადოებებმა (რომელ ქვეყანაშიც არ უნდა სახლობდნენ ისინი), რომლებიც ნამდვილად არსებობენ და საკმაოდ მძლავრადაც, რომელთა შემჩნევა არის საჭირო და მათი მოწვევა საქართველოს სახელმწიფოს სამსახურში ჩადგომისთვის აუცილებელ ნაბიჯს წარმოადგენს.

იტერნეტმასალების მიხედვით
მოამზადა ნინო ბერძენიშვილმა

გაზიარება3Tweet2Send

ამავე კატეგორიაში

ისტორია

მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

12:10; 5 ივნისი, 2026
ისტორია

„კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

12:02; 5 ივნისი, 2026
ისტორია

ბედისწერამ თავისი გაიტანა

10:56; 5 ივნისი, 2026
ისტორია

ქართული ნაციონალიზმი

10:00; 3 ივნისი, 2026
ისტორია

როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

09:58; 3 ივნისი, 2026

სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრები ორი ოჯახის ყოველდღიურობა

რის გამო დააპატიმრეს რეპერი NAY WA MITEGO

ყველა სიახლე

მთავარი

 „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

22:22; 11.09.2026
საზოგადოება

3 წლამდე ბავშვი მესამე სართულიდან გადმოვარდა

21:37; 11.09.2026
საზოგადოება

რა ჯდება მერიის თანამშრომელთა მგზავრობა და რას აჩვენებს 14-წლიანი შესყიდვები?

19:41; 11.09.2026
პოლიტიკა

გიორგი ბარამიძეს 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება- რას აცხადებენ პროკურატურაში

19:31; 11.09.2026
სამართალი

გენერალურ პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა

18:46; 11.09.2026
სამართალი

გიორგი ბარამიძე დაკავებისას – მითხრეს, რომ დაკავებული ვარ საქართველოს ღალატისთვის

18:37; 11.09.2026
ფინანსები

100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის

18:36; 11.09.2026
სამართალი

გიორგი ბარამიძე დააკავეს

18:12; 11.09.2026
ფინანსები

Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს სხვადასხვა შეთავაზებები დახვდებათ

17:58; 11.09.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:35; 11.09.2026
პოლიტიკა

თამარ ჩერგოლეიშვილი: „ნაციონალურ მოძრაობას“ თავად მიხეილ სააკაშვილი შლის, სისტემურად და არა იაგო ხვიჩია, „ნაცმოძრაობას“ გადარჩენა არ უწერია

16:16; 11.09.2026
საზოგადოება

პატრიარქი – ხშირად უნდა მოვწყდეთ ჩვენს მიწიერ მიჯაჭვულობას, საზრუნავს და აღვაპყროთ ჩვენი გონება ზეცისკენ, წმინდანებისკენ და მათ ვთხოვოთ შეწევნა

15:45; 11.09.2026
საზოგადოება

თიბისის მობაილბანკის აგვისტოს განახლებები – კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ერთ სივრცეში

15:17; 11.09.2026
სამართალი

მარგო მარგო ზოიძის მკვლელობის საქმე _ სააპელაციო სასამართლომ ბრალდებულის მხარის საჩივარი დაუშვებლად ცნო

13:45; 11.09.2026
საზოგადოება

აბიტურიენტების საყურადღებოდ! _ მეორად ჩარიცხვასთან დაკავშირებით განახლებული ცნობარი გამოქვეყნდა

13:10; 11.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

9:58; 4.09.2026
0

“სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

10:07; 19.08.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო