საქართველოს უნივერსიტეტის ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის ისტორიის საბაკალავრო პროგრამა სხვა მსგავსი საუნივერსიტეტო პროგრამებისგან განსხვავებულ ბევრ შესაძლებლობას სთავაზობს სტუდენტს. საქართველოში პირველად პროგრამაზე ისწავლება H კურსი ”ჰოლოკოსტი და გენოციდი ვიშეგრადის ჯგუფის ქვეყნებში” სადაც ლექციებს ქართველ პროფესორებთან ერთად კითხულობენ უცხოელი სპეციალისტები. საუკეთესო სტუდენტებს ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის სრული დაფინანსებით შეუძლიათ სამი აკადემიური წლის განმავლობაში, სასწავლო ვიზიტით ეწვიონ ვარშავასა და კრაკოვს (პოლონეთი); გარდა ამისა
„ისრაელის სახლი“ (საქართველო) და „სარა ბენ შემეშის ფონდი“ (ისრაელი) ყოველწლიურად აფინანსებს პროგრამის ერთი სტუდენტის სასწავლო ვიზიტს იერუსალიმის იად-ვაშემის ჰოლოკოსტის მუზეუმში. დაწესებულია, ასევე, სარა ბენ შემეშის სახელობის ერთჯერადი ფულადი სტიპენდია პროგრამის სამი საუკეთესო სტუდენტისათვის. პროგრამის ფარგლებში ისწავლება ებრაული ენა.
მეტი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ ეწვიოთ ჩვენს ვებ-გვერდს: