საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, პარიზში, ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) პრეზიდენტს, დელფინ ერნოტს შეხვდა.
,,პარიზში, ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) პრეზიდენტთან, დელფინ ერნოტთან შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის უმძიმესი მდგომარეობა – საზმაუს ხელმძღვანელობის ბოლო გადაწყვეტილებები: გადაცემების დახურვა, თანამშრომლების პოლიტიკური ნიშნით დევნა და გათავისუფლება, ანტიევროპული ნარატივი, რაც EBU-ს სტატუსით დადგენილ დამოუკიდებლობის პრინციპს ეწინააღმდეგება.
შეხვედრისას დელფინ ერნოტს გადავეცი საზმაუს თანამშრომლების მიერ მომზადებული დოკუმენტი, რომელშიც დეტალურადაა ასახული ყველა დარღვევა”,- წერს ზურაბიშვილი.

































































