https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

    “ვინ დანიშნა ხაინდრავა საქართველოს დირექტორად, ვიიიიინ ? – სანდრო ბრეგაძე

    გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დონალდ ტრამპმა აშშ-ში „მწვანე ბარათის“ პროგრამა შეაჩერა

    პუტინი: თუ ევროპა სამშვიდობო ნაბიჯებს ჩაშლის, რუსეთი უკრაინაში მეტ მიწას დაიკავებს

    დონალდ ტრამპი _ მე ამერიკული ძლიერება აღვადგინე, 10 თვეში 8 ომი დავასრულე

    დონალდ ტრამპმა შვიდი ქვეყნის მოქალაქეებს აშშ-ში შესვლა აუკრძალა

    კაია კალასი: დონბასი პუტინის საბოლოო მიზანი არ არის

    სკოლის ავტობუსი ხევში გადავარდა, 17 ადამიანი დაიღუპა და 20 დაშავდა (უცხოეთი)

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

    “ვინ დანიშნა ხაინდრავა საქართველოს დირექტორად, ვიიიიინ ? – სანდრო ბრეგაძე

    გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დონალდ ტრამპმა აშშ-ში „მწვანე ბარათის“ პროგრამა შეაჩერა

    პუტინი: თუ ევროპა სამშვიდობო ნაბიჯებს ჩაშლის, რუსეთი უკრაინაში მეტ მიწას დაიკავებს

    დონალდ ტრამპი _ მე ამერიკული ძლიერება აღვადგინე, 10 თვეში 8 ომი დავასრულე

    დონალდ ტრამპმა შვიდი ქვეყნის მოქალაქეებს აშშ-ში შესვლა აუკრძალა

    კაია კალასი: დონბასი პუტინის საბოლოო მიზანი არ არის

    სკოლის ავტობუსი ხევში გადავარდა, 17 ადამიანი დაიღუპა და 20 დაშავდა (უცხოეთი)

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“გარანტია არა _ მექანიზმები გვაქვს” _ ექსკლუზიური ინტერვიუ ინფრასტრუქტურის მინისტრთან

11:08; 7.08.2017
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე გასულ კვირას “გურია ნიუსის” სტუმარი იყო. მისი თქმით, ბოლო დროს რეგიონებში გახშირებული სტუმრობა წინასაარჩევნო კამპანიას არ უკავშირდება. მინისტრი ამბობს, რომ მთავარი მიზანი მიმდინარე პროექტების მონიტორინგი და ამ პროექტების დროულად დასრულებაა.

_ წინასაარჩევნო კამპანიის გამო არ დავდივარ რეგიონებში. თუმცა, როცა კამპანია დაიწყება, არც ეს იქნება პრობლემა. ახლა, მიმდინარე პროექტებს მონიტორინგს ვუწევთ. წელს 165 მილიონი გვქონდა რეგიონული განვითარების ფონდიდან (რეგფონდი) გამოყოფილი, 35 მილიონი დავამატეთ ცოტა ხნის წინ. შესაბამისად, ბევრი პროექტი გვაქვს. თითქმის ყველა რეგიონში მართლა გახურებული მუშაობა მიმდინარეობს. ჩვენთვის მთავარია, რომ თანხა, რომელიც გამოვყავით წელს, ავითვისოთ და შესაბამისად, პროექტებიც დასრულდეს. ჩვენ, იმის გარდა, რომ გვაქვს სამინისტროს ბიუჯეტი, ვაკონტროლებთ და ყურადღებას ვაქცევთ რეგფონდებიდან გამოყოფილი თანხების სწორად და დროულად დახარჯვას, საქმის გაკეთებას, _ თქვა ზურაბ ალავიძემ.

_ აპრილში და მაისში არ იყო ეს პროექტები საინტერესო?

_ კი, როგორ არ იყო.

_ თუმცა, არა ისე აქტიურად, როგორც ახლა…

_ აპრილში და მაისში რეგფონდებს ვაყალიბებდით, მაშინ გამოვყავით ფული. ახლა ხორციელდება პროექტები და ვაკონტროლებთ, რომ დროულად დამთავრდეს სამუშაოები. აბსოლუტურად ყველა რეგიონში ჩავდივართ და ვერც ერთ ჩემ კომენტარში ვერ ნახავთ წინასაარჩევნო განცხადებებს.

_ როგორც წესი, ასეთ დროს წინაასაარჩევნო განცხადებები საჯაროდ არ კეთდება… ეს წლების მანძილზე დამკვიდრებული პრაქტიკაა და არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე გამართული შეხვედრების დროს მოსახლეობას გაკეთებულ საქმეებზე უყვებით, რაც კამპანიის დასაწყისია…

_ გეთანხმებით, კამპანია იწყება, ჩვენ კი პროექტებს მონიტორინგს ვუწევთ მუდმივად. ჩემი თანამშრომლები _ სამსახურის უფროსები, მოადგილეები, მთელი საქართველოს მასშტაბით ახორციელებენ ამ სამუშაოს იმისთვის, რომ თუკი სადმე პრობლემაა, დროულად აღმოიფხვრა.

_ მონიტორინგი ახსენეთ _ თემა, რომელიც ყველა მუნიციპალიტეტის მოსახლეობას აწუხებს და რომელიც რეალურად არ ხორციელდება. ფიქრობთ, რომ მონიტორინგი ნიშნავს იმას, როცა მინისტრი ან მისი მოადგილე რეგიონში კონკრეტულ ობიექტს ნახულობს და კარგად ან ცუდად აფასებს?

_ დასამალი არ არის, რომ პრობლემები გვაქვს და ეს პრობლემები ორ ნაწილად იყოფა _ პირველი არის პროექტი, როგორც მუნიციპალიტეტის მხრიდან მომზადებული, ისე _ ზოგადად. ეს თავის ტკივილი არსებობს ქვეყანაში და ვცდილობთ, გამოვასწოროთ. სწორი პროექტი გვჭირდება იმისთვის, რომ შემდეგ მშენებლობა სწორად გახორციელდეს. ამიტომაც ვმუშაობთ, რომ მოვუაროთ პროექტებს _ როგორ ხდება, რა დონეზე ხდება, რა ხარისხით კეთდება. შემდეგი ეტაპია ამ პროექტის შესაბამისად გახორციელებული მუშაობა _ როგორ ხდება შესყიდვა, მშენებლობა, ზედამხედველობა.

_ ბატონო ზურაბ, მუნიციპალიტეტებში პროექტებს არავინ აკონტროლებს… რას ნიშნავს, პროექტის მოვლა?

_ ვერ დაგეთანხმებით, რომ არავინ აკონტროლებს. აკონტროლებს, მაგრამ გააჩნია, რა დონეზე კონტროლდება. ჩვენ გვაქვს კარგი გამოცდილება და საუკეთესო პრაქტიკა, რასაც ამდენი ხანია ვიყენებთ _ ეს არის საერთაშორისო პროექტები. იქ როგორ ხდება ზედამხედველობა, მონიტორინგი და ა. შ. ზუსტად იგივე წესების და მეთოდების გადმოტანას ვაპირებთ მუნიციპალიტეტებში. მათ მივეცით რეკომენდაციები თუ, როგორ უნდა გაკეთდეს _ გვინდა, შიდა ზედამხედველობა გავიტანოთ გარეთ. რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, მუნიციპალიტეტებში მიმდინარეობს ტენდერები, რომ აიყვანონ დამოუკიდებელი საზედამხედველო კომპანიები.

_ ეს კომპანიები მუნიციპალიტეტმა უნდა აიყვანონ?

_ კი. კომპანიები აჰყავთ მუნიციპალიტეტებს და ეს კომპანიები შემდეგი სამი წელიწადი მათ მიერ გახორციელებულ ნებისმიერ პროექტს ზედამხედველობას გაუწევენ.

_ დღეს არსებული მდგომარეობით შემსრულებელს აქვს ვალდებულება, გადაიხადოს ექსპერტიზის საფასური, თავად შეარჩიოს კომპანია, რაც თავისთავად ქმნის რისკებს.

_ აქ სხვა რამეზეა საუბარი. ექსპერტიზა ბოლოს ტარდება.

_ პროექტს ხომ სჭირდება ექსპერტიზა?

_ გეთანხმებით, პროექტს სჭირდება ექსპერტიზა. პროექტი ვიღაცამ უნდა ჩაიბაროს. აქ არის საუბარი, რომ ყველა მუნიციპალიტეტი აკეთებს შესყიდვებს იმისთვის, რომ შემდეგი რამდენიმე წელი დამოუკიდებელმა კომპანიამ განახორციელოს ზედამხედველობა. სერიოზულ ანაზღაურებაზე და გარანტიებზეა საუბარი.

_ რა არის ეს გარანტია და რა გვაძლევს იმის საფუძველს, ვიფიქროთ რომ ისევ არ “დაიკერებიან” კომპანიის ექსპერტები, როგორც ეს ამდენ ხანს ხდებოდა და რისი პრაქტიკაც საკმაოდ დიდი გვაქვს?

_ ჩვენ ბევრი ვიმუშავეთ იმისთვის, თუ როგორი უნდა ყოფილიყვნენ ეს საზედამხედველო ორგანიზაციები. ვიმუშავეთ ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად. იქ არის აკრედიტაციის ეროვნული ცენტრი, რომელიც აკრედიტაციას უწევს ამ საზედამხედველო კომპანიებს და მათ სერიოზული მოთხოვნები აქვთ გასავლელი. შესაბამისად, შესყიდვებში მონაწილეობენ მხოლოდ ის კომპანიები, რომლებსაც აკრედიტაციები აქვთ გავლილი. ეს ის კომპანიები არიან, რომლებიც წლების განმავლობაში უცხოელებთან ერთად მუშაობენ. ბევრ საერთაშორისო კონტრაქტს უწევენ ზედამხედველობას და საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვთ მიღებული. შემიძლია გითხრათ, რომ დღეს, საქართველოში, ყველა საზედამხედველო კომპანია ასი პროცენტით არის დატვირთული და ასევე ასი პროცენტით დატვირთულია ყველა საპროექტო კომპანია.

_ დარწმუნებული ხართ, რომ ეს ტენდერები მორგებული არ იქნება?

_ მორგებული აღარაფერია და პროცესიც ღიაა. ჩვენი ინტერესი არ არის მორგება, ჩვენი ინტერესია იმ ბიუჯეტით, რაც დაგეგმილი გვაქვს, საქმის დროულად კეთება.

_ როდესაც ამბობთ, რომ მორგებული არ არის, ტენდერების თითქმის 80 პროცენტი კონკრეტული კომპანიებისთვის ცხადდება და ჩვენ შეგვიძლია კონკრეტული მაგალითები გითხრათ…

_ ვერ უარვყოფ, რომ არ იყო. ალბათ, იყო, მაგრამ ესეც სუბიექტურია. მეორე მხარე იტყვის, რომ არ იყო, თუმცა, ისევ ვიმეორებ, რომ, ალბათ, იყო.

_ “გურია ნიუსმა” კონკრეტული შემთხვევების მტკიცებულება ბევრჯერ გამოაქვეყნა…

_ კი, ბატონო, გეთანხმებით. სავარაუდოდ, შესაძლოა, რომ ტენდენციურობის ელემენტები იყო, მაგრამ ამ მიმართულებითაც უნიფიცირებით წავედით. შესყიდვების სააგენტოსთან ერთად, ფაქტობრივად, რეფორმა გავახორციელეთ. მშენებლობის მიმართულებითაც ბევრი წესი შეიცვალა და ბევრი ინსტრუმენტი გაჩნდა. დამერწმუნეთ, ამის შედეგები შემდგომ წლებში თვალსაჩინო იქნება. ჩვენ, ასევე, დარწმუნებულები ვართ, რომ ამ საქმიანობიდან გამომდინარე ხარისხობრივად გაცილებით უკეთეს ინფრასტრუქტურულ პროექტებს მივიღებთ და შემსრულებლებსაც. აქ მთავარი ისაა, რომ მერია რომელ სამუშაოზეც ტენდერს გამოაცხადებს,  იმ სამუშაოს თვითონ ვერ ჩაიბარებს. ჩაიბარებს დამოუკიდებელი ადამიანი, რომელსაც რაღაც ექნება დასაკარგი კონტრაქტით. ეს საერთაშორისო პრაქტიკაა.

_ ექსპერტებს დღესაც ხომ აქვთ დასაკარგი, მაგრამ…

_ არა, რა აქვთ დასაკარგი?!

_ ბევრი აქვთ _ სამსახური, თავისუფლება.. სულ ცოტა ხნის წინ ექსპერტი ენდელაძე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა არასწორად ჩატარებული ექპერტიზის გამო მცხეთაში დააკავა. ამავე ადამიანს ექსპერტიზის დასკვნა გაკეთებულია აქვს ჩოხატაურში, სოფელ ბუკისციხის რეაბილიტირებულ გზის მონაკვეთზე, რომელზეც 200 000 ლარზე მეტი დაიხარჯა და რომელიც 2 თვეში ჩაინგრა. თუმცა, ამის გამო მისთვის პასუხი არავის მოუთხოვია, არავის შეუმოწმებია, რა ჰქონდა სხვაგან გაკეთებული… რა გარანტია გვაქვს, რომ ასეთი ფაქტები ისევ არ იქნება?

_ გარანტია არ გვაქვს, მექანიზმები გვაქვს, უფრო როგორ დავაზღვიოთ. ტენდერებში მონაწილეობენ ლიცენზირებული კომპანიები და ამ ხალხს აწყობილი აქვთ საქმე _ სერიოზული ბიზნესია ეს. ისინი აწერენ ხელს ხელშეკრულებებს, სადაც არის გარანტიები და დასაკარგი ბევრი აქვთ. კონკრეტულ ექსპერტებზე კი საუბარი ახლა არ შემიძლია.

_ სერიოზული ორგანიზაციაა სამხარაულის ეროვნული ექსპერტიზის ბიურო, თუმცა, მათ ექსპერტებთანაც ბევრი კითხვებია…

_ ჰო, ნუ, სადღაც არსებობს კითხვები, სადღაც არ არსებობს. თუმცა, მე პირადად არ მაქვს მათთან კითხვები.

_ თქვენამდე არ მოდის ინფორმაცია, რომ სამხარაულის ექსპერტებმა არასწორი დასკვნები დადეს?

_ ჩვენ კარგი თანამშრომლობა გვაქვს მათთან.

_ თანამშრომლობა ბევრს აქვს …

_ იცით, როგორ არის? დიდ ორგანიზაციაში არიან კარგი და სამწუხაროდ, არიან ცუდი თანამშრომლებიც.

_ მაგას გეუბნებით… არიან ექსპერტები, რომლებიც შემსრულებლებისთვის სასურველ დასკვნებს 200 ლარად აკეთებენ და არიან ისეთებიც, რომლებიც ამაზე არ თანხმდებიან…

_ ჰო, მე არ ვიცი მასეთი დეტალები, _ აღნიშნა ზურაბ ალავიძემ.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა შესყიდვების პროცედურებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ “ცუდად და უსინდისოდ გაკეთებული საქმე არავის შერჩება”.

_ ბატონო ზურაბ, დიდი ხანია საუბრობენ შესყიდვების კანონის შეცვლაზე. უფრო კონკრეტულად კი, იმ მუხლზე, რომლის თანახმადაც, გამარჯვებული არის ის კომპანია, რომელიც დაბალ ფასს შესთავაზებს შემსყიდველს, რაც პრაქტიკაში უხარისხოდ შესრულებელ სამუშაოს ნიშნავს…

_ 200 000-ლარიან ტენდერს რომ ვიღაც გამოაცხადებს, ვიღაც რომ დიდ თანხას დააკლებს, მერე სამხარაულის ბიურო დაუმტკიცებს, მერე პრემიერი ვიღაცას ხელს გადაუსვამს თავზე, მინისტრი რაღაცას დაუჩოქებს და ა. შ. უფრო კონსპირაციის თეორიები მგონია. შეიძლება, გამონაკლისი შემთხვევები იყოს, მაგრამ ეს ტოტალურად არ ხდება.

_ ამ “გამონაკლისებით” ინტერესდებით? მაგალითად, ჩოხატაურის ხელოვნების სასახლის ისტორიით თუ დაინტერესდით _ პროექტის, რომლის მშენებელი ერთ პირთან მოლაპარაკების წესით, პრემიერის განკარგულებით შეირჩა და სადაც გახსნიდან ორ თვეში წყალი ჩამოვიდა, ამის გამო კი, პასუხი არავის უგია…

_ დავინტერესდები აუცილებლად, არ ვიცოდი. ძალიან სამწუხაროა, თუ ასეთი ფაქტი მოხდა და სასაყვედუროცაა. დარწმუნებული ვარ, გარკვეული რეაგირებები თუ აქამდე არ არის, სადღაც მოხდება.

_ სადღაც და როდესღაც?

_ ამ ქვეყანაში არავის, არაფერი ცუდად და უსინდისოდ გაკეთებული არ შერჩება და არც შერჩენია.

_ ბატონო ზურაბ, ავტობანების მშენებლობაზე უნდა გკითხოთ… მეგზევეები ჩვენთან საუბრისას ამბობენ, რომ მშენებლობისთვის მდინარეებზე გახსნილი კარიერების გამო, გურიას მალე სერიოზული პრობლემები შეექმნება. გვითხრეს ისიც, რომ მდინარის კარიერს ავტობანების მშენებლობისთვის არსად იყენებენ ჩვენს გარდა. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია და ეს თქვენც უნდა იცოდეთ, როდესაც ავტობანები დაპროექტდა, იქ გათვალისწინებული იყო მთების კარიერის გამოყენება, რომელიც ჩვენთან დახურულია და მისი გახსნის ნაცვლად პროექტების შეცვლა მოხდა…

_ სამწუხაროდ, ეს გზები სულ კარგადაც არ იყო დაპროექტებული. ბევრი პრობლემები გვაქვს და მარტო გზებში არა. 22 ქალაქში წყალმომარაგების სამუშაოები მიმდინარეობს და იქაც, პროექტირების, გამო სერიოზული პრობლემები შეგვექმნა.

_ და ეს ვისი ბრალია _ თქვენი წინამორბედების?

_ მათ ვერ დავაბრალებ _ მინისტრები სამუშაოებს არ აპროექტებენ.

_ თქვენ თქვით, რომ ეს კონტროლის შედეგად აღმოაჩინეთ და რა გამოდის _ ნარმანია, შავლიაშვილი და ჯავახიშვილი არ აკონტროლებდნენ?

_ იქ მხოლოდ ჯავახიშვილი, ნარმანია, ალავიძე და შავლიაშვილი არ არიან. იქ არიან ბანკები, რომლებიც ამ პროექტებს აფინანსებენ, მათი ტექნიკური პერსონალი. ამიტომაც ვამბობ, რომ პროექტირებას სჭირდება მეტი კონტროლი, თორემ სულ პრობლემები გვექნება. რაც შეეხება კარიერებს _ კი, ბატონო, გეთანხმებით, რომ პრობლემაა, გურიაში განსაკუთრებით. მაგალითად, ურეკიდან რომ ოზურგეთში ავდივართ, ის გზა ინერტული მასალით დატვირთულმა მანქანებმა გააფუჭეს და ახლა თავიდან ვაკეთებთ. შრომაში მოდის ეს გამოცდილებაც. შეცდომებზე ჩვენც ვსწავლობთ _ ჩვენსაზეც, სხვისაზეც, წარსულზეც და აწმყოზეც, რომ მომავალშიც არ განმეორდეს მსგავსი სიტუაცია.

_ ამ კარიერების გამო, ნაპირსამაგრების გაკეთებაც თავიდან მოგიწევთ…

_ ამ მხრივ ქვეყანაში სერიოზული პრობლემა გვაქვს. ბევრი ნაპირსამაგრი სამუშაოა გასაკეთებელი. მდინარეების კალაპოტები ბევრგან დასაფორმირებელია, რაც საკმაოდ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული და თანმიმდევრულად, სადაც შეგვიძლია, იქ ვაკეთებთ. გვაქვს კონკრეტული სტრატეგია. ამ წელიწადში ვცდილობთ და აუცილებლად გავაკეთებთ ქვეყნის ძირითად ინფრასტრუქტურას. შემდგომ 4 წელიწადში იმის ნახევარი რომ დავხარჯოთ, რასაც ახლა ვხარჯავთ, თითქმის ყველა სოფელში, ძალიან “კენწერო” სოფელს თუ არ ჩავთვლით, წყალი და გზა იქნება უპრობლემოდ _ ამ დონეზე ვართ მისულები.

_ ქალაქებში, ქუჩების დიდი ნაწილი ავარიულია… მაგალითად, ოზურგეთელები ცოტა ხნის წინ ითხოვდნენ, რომ სასაფლაოსთან მისასვლელი გზები დაეგოთ, თუმცა, საჭირო თანხის გამონახვა ვერ მოხერხდა.

_ ქალაქ ოზურგეთში ძალიან ბევრი ქუჩა დაიგო, ბევრი მნიშვნელოვანი სამუშაო ჩატარდა. ასევე, ბევრი პროექტი გაკეთდა მუნიციპალიტეტის სოფლებშიც.

_ გეთანხმებით, ამას არავინ უარყოფს, მაგრამ როცა თქვენ ამბობთ, რომ სრულად გაკეთდა, ჩვენ გაწვდით ინფორმაციას, რაა გასაკეთებელი და რას ითხოვს ხალხი…

_ ერთ დღეში ყველაფერს ვერ გავაკეთებთ. დამერწმუნეთ, რომ დღევანდელი ტემპი, რაც იყო, იმაზე ბევრჯერ მეტია.

_ თუმცა, კონტროლი არ ხდება…

_ ვერ დაგეთანხმებით ამ მიმართულებითაც. თუმცა, გვინდა უკეთესი კონტროლი და რადგან ეს გჭირდება, აქედან გამომდინარე, შესაბამის გადაწყვეტილებასაც ვიღებთ.

_ ბატონო ზურაბ, გაქვთ თუ არა ინფორმაცია, რომ კომპანიები, რომლებსაც ჰქონდათ პრობლემები და მათი დირექტორები დააკავეს უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების, გაყალბებული დოკუმენტაციების ატვირთვის გამო, მათ შორის “გურია ნიუსის” ჟურნალისტური გამოძიების საფუძველზე, ტენდერებში ისევ მონაწილეობენ?

_ ამისთვის არსებობს ე. წ. შავი სია და თუ რომელიმე მუნიციპალიტეტს ასეთი კომპანია არ შეჰყავს მასში, გამოდის, რომ ტენდენციურები არიან.

_ არ ფიქრობთ, რომ აუცილებელია კომპანიების მიერ ატვირთული დოკუმენტაციების გადამოწმება, რაც ახლა არ ხდება?

_ ეს არ არის მარტივი. რისკი ახლავს ყველაფერს და გეთანხმებით, რომ პრობლემაა, მაგრამ ეს რეგულაციები რომ გააკეთო და ბოლომდე აღმოფხვრა რისკი, ვერაფერს გააკეთებ. ამიტომ, სადღაც რისკის გაწევა გვიწევს. აქ ადამიანების პატიოსნებამდე და თვითშეგნებამდე დავდივართ. აქედან გამომდინარე, მუნიციპალიტეტის და რეგიონის ხელმძღვანელობამ ეს არ უნდა იკადროს.

_ და როცა კადრულობენ?

_ ძალიან ცუდი, თუ ასეა.

_ თქვენ რატომ “იკადრეთ” და გააუქმეთ თვითმმართველი ქალაქები, რასაც მოსახლეობის უმრავლესობა ეწინააღმდეგება?

_ თქვენ რატომ “კადრულობთ” და ამბობთ, რომ მოსახლეობის უმრავლესობა ამას ეწინააღმდეგება?

_ ჩვენ ამაზე ბევრი ღია გამოკითხვა გვაქვს ჩატარებული.

_ ეს არ ასახავს რეალობას.

_ ჩვენ ეს შეგვიძლია დაგიმტკიცოთ კონკრეტული ვიდეო მასალებით, სტატიებით _ ბევრი გამოკითხვა ჩავატარეთ და გამოკითხულთა 98% ეწინააღმდეგება თქვენს გადაწყვეტილებას.

_ არ მეზარება _ ხვალ ჩამოვალ და ერთად გავიდეთ ქუჩაში, ვნახოთ ის ხალხი, რომლებიც თქვენ გამოკითხეთ. საერთოდ, როგორ წარმოგიდგენიათ, რატომ უნდა გადადგას მმართველმა პარტიამ არჩევნების წინ, შეიძლება ითქვას, ყველაზე არაპოპულარული ნაბიჯი?

_ მაგას გეკითხებით _ რატომ გადადგით ეს ნაბიჯი?

_ იმიტომ, რომ სწორია. ჩვენ ვაკეთებ იმას, რაც სწორია და სკამებს გამოკიდებული ადამიანები არ ვართ არც ერთი.

_ ანუ, თავის დროზე ბიძინა ივანიშვილმა არასწორი გადაწყვეტილება მიიღო?

_ ბიძინა ივანიშვილმა არა. იქ იყო კოალიციური მთავრობა, იყვნენ “რესპუბლიკელები”, რომელთა ინიცირებითაც მოხდა ეს ყველაფერი.

_ ბიძინა ივანიშვილმა ჩვენთან საუბრისას თქვა, რომ ეს მისი რეფორმა იყო, რითაც ძალიან ამაყობდა…

_ თვითმმართველობის რეფორმა იყო სწორი. ჩვენ მივიღეთ არჩევითი საკრებულოები, არჩევითი მერები და გამგებლები.

_ საკრებულოს მანამდეც ვირჩევდით…

_ გასაგებია, მაგრამ ამ რეფორმით არჩევითი გახდა საკრებულოც, მერებიც და გამგებლებიც. ამას შემდეგ მოჰყვა ის, რომ 357 მუნიციპალიტეტის შექმნა უნდოდათ “რესპუბლიკელებს”. ეს იმდენად უტოპიური იყო, რომ შეთანხმება ვერ მოხდებოდა, ფიზიკურად ვერ გაკეთდებოდა, რადგან ქვეყანას ამის რესურსი არ გააჩნდა. შემდეგ ეს ყველაფერი დავიდა რაღაც დონემდე და ბოლოს კონსესუსი შედგა 7 რეგიონულ ცენტრზე. რატომ უნდა გაყოფილიყო ამბროლაურის ან ოზურგეთის მუნიციპალიტეტი და არა ლანჩხუთის და ზესტაფონის? ჩვენ ამას ასე ვერ დავტოვებდით, რადგან ქვეყანაში უნდა იყოს ერთი ტერიტორიული მოწყობის პრინციპი. თუ დემოკრატიაზე ვსაუბრობთ, ეს ამას არ ეხება _ ყველაფერი რჩება არჩევითი. ახლა გავაერთიანეთ და გამგებლებსაც მერები დავარქვით, რადგან ვერ გადავთარგმნეთ, რატომ ჰქვია სხვადასხვა სახელი ერთი ფუნქციის მატარებელ პირებს. ჩვენ ევროპასთან ახლოს მივდივართ, ძალიან გვინდა, რომ შევუერთდეთ რაღაც დროში და ძალიან წინ ვართ ამ მიმართულებით. ბევრ ხელშეკრულებაზე გვაქვს ხელი მოწერილი და დიდი თანამშრომლობის პერსპექტივებია. აქედან გამომდინარე, ვცდილობთ, მექანიზმები გავამარტივოთ, რომ თანამშრომლობა შედგეს ერთნაირად.

_ ეს ფინანსებს გიზოგავთ?

_ გარკვეულ წილად, კი. რა თქმა უნდა.

_ უმუშევრად დარჩენილ ადამიანებს რას უპირებთ?

_ უმუშევარი ადამიანებისთვის, დაახლოებით, 11 მილიონ ლარს ვხარჯავთ მხოლოდ რეგიონების ინფრასტრუქტურაში. აქედან, 9 მილიონს ხარჯავს ჩვენი სამინისტრო. ეს ყველაფერი კი იმას ნიშნავს, რომ ვქმნით სამუშაო ადგილებს.

_ გასაგებია, იქნება პროექტები, მშენებლობები… ქალების დასაქმებასაც მშენებლობებზე აპირებთ თუ როგორ გავიგოთ თქვენი განცხადება?

_ ამ პროექტებზე დიდი ორგანიზაციები მუშაობენ და არის მიყოლილი სამუშაოები.

_ ფიქრობთ, რომ ამ რეფორმის შედეგად უმუშევრად დარჩენილ ადამიანებს კომპანიები დაასაქმებენ?

_ მინიმუმ, 40 000 პირდაპირი სამუშაო ადგილები შეიქმნება ამ პროექტებით.

_ დათვლილი გაქვთ, რამდენ ადამიანს ტოვებთ უმუშევრად?

_ არ მაქვს დათვლილი. ჯერ არ ვიცი, გათავისუფლებულები იქნებიან თუ სხვაგან გადანაწილდებიან.

_ ისედაც “გაბერილ” შტატებზე კიდევ აპირებთ შტატების დამატებას?

_ ვერ გაგცემთ ახლა ამაზე პასუხს. ოპტიმიზაცია მოხდება აუცილებლად, მაგრამ შეიძლება 10-დან 7 გადანაწილდეს და 3 უმუშევარი დარჩეს. არ არის ისეთ დიდ რაოდენობაზე და პრობლემაზე საუბარი, რა პათოსითაც თქვენ ამ კითხვებს მისვამთ…

_ თუ იმას ამბობთ, რომ ხარჯების შემცირება გსურთ და რეალურად საქმის კეთება, ეს ე. წ. გადანაწილება ამ ყველაფერთან თანხვედრაში ვერ მოდის…

_ ჩვენ გვინდა, რომ ბიუროკრატია შევამციროთ მაქსიმალურად და მოვახერხოთ სამუშაო ადგილების შექმნა კერძო სექტორში, სადაც სერიოზული ზრდაა ამ მიმართულებით. არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ დიდი ბიუროკრატია შევინახოთ _ სამუშაო ადგილები სახელმწიფო სექტორიდან კერძო სექტორში უნდა გადავიდეს და მთავრობის 4-პუნქტიანი სამუშაო გეგმაც ზუსტად ამას ემსახურება. ჩვენ ამდენ თანხას ვხარჯავთ ინფრასტრუქტურაში იმისთვის, რომ შემდეგი 30-40 წლის ინფრასტრუქტურა შევქმნათ, იმისთვის, რომ სამუშაო ადგილები იყოს. ორ რეგიონულ ცენტრს ვაკეთებთ _ თბილისი თავისთავად ცენტრია და ქუთაისს ვაკეთებთ კიდევ _ იქ აეროპორტს ვადიდებთ; ბათუმში 139 რეისი დაფრინავს კვირაში. 40%-მდე გვაქვს შესადარის პერიოდში ვიზიტორების ზრდა. 6 მილიონ ვიზიტორს გადავაბიჯეთ უკვე, 6-7 წელიწადში 11 მილიონამდე ავალთ. ეს გვაქვს მიზნად და ამას სჭირდება ინფრასტრუქტურა, კადრების გაზრდა. რეგიონები, ასევე, მიბმულია სოფლის მეურნეობასთან და აქაც სერიოზული პროგრამები მუშავდება.

_ ტურიზმი ახსენეთ და რა ხდება ბახმაროს დაპირებულ განვითარებასთან დაკავშირებით? როგორც ვიცით, რამდენიმე დღის წინ სტუმრობდით ამ კურორტს და თქვენი იქ ყოფნის დროს ელექტროენერგია გამოირთო. არადა, დაპირებისამებრ, ეს პრობლემა პირველ რიგში უნდა მოგვარებულიყო…

_ ამ მიმართულებით ახლა მიმდინარეობს პროექტირება.

_ ამბობთ, ვაკეთებთო, თუმცა, წელს, ბახმაროში გარე განათებაც კი არ მუშაობს, არადა, შარშან იყო…

_ სავარაუდოდ, ძალიან ბევრი ტურისტია და არ ყოფნის ის ინფრასტრუქტურა, რაც არის. დამერწმუნეთ, რომ ეს პრობლემები მალე მოგვარდება.

_ ბატონო ზურაბ, როგორც ვიცით, საარჩევნო პროცესებში ერთ-ერთი წამყვანი როლი გაკისრიათ… გურიის მუნიციპალიტეტებში უკვე შეარჩიეთ კანდიდატურები?

_ ცოტა ინტრიგა უნდა დავტოვო და დაახლოებით, ორი კვირა უნდა დაველოდოთ.

_ ამ ორ კვირაში გუბერნატორის წასვლა-დარჩენის საკითხიც უნდა გადაწყდეს?

_ სულ ცოტაც გვადროვეთ და ყველაფერს გაიგებთ.

_ ახალ სახეებს ველოდოთ?

_ ისეთი პირი უჩანს, რომ ქვეყნის მასშტაბით ბევრი ახალი სახე იქნება, რაც მისასალმებელია. ცვლილებები სჭირდება ყველაფერს და ამას ითხოვენ ადამიანები. შესაბამისად, სადღაც დარჩება ძველი და სადღაც იქნება ახალი ადმინისტრაცია.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

დიდ დიღომში ხანძარია _ პირველი კადრები შემთხვევის ადგილიდან

“ქალი გაცილებით გამძლე გამოდგა იმ გამოწვევების მიმართ, რომელიც სახელმწიფომ გამოიარა“

ყველა სიახლე

პოლიტიკა

“ვიზალიბერალიზაციის შეჩერება შესაძლოა საქართველოს მთელ მოსახლეობაზე გავრცელდეს”

18:54; 19.12.2025
ფინანსები

საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ბიზნესისთვის მოლაპარაკების მართვის ვორკშოპი გაიმართა

18:32; 19.12.2025
საზოგადოება

“ყველაფერი ნაცრად იქცა, დაივსო ოჯახი, ვერაფერი გადაარჩინეს” _ ხანძარი ჩოხატაურში

17:54; 19.12.2025
ფინანსები

გაატარეთ ახალი წელი ვაზისუბნის მამულში და შეიქმენით საუკეთესო საახალწლო გამოცდილება SOLO და Visa-სთან ერთად

17:04; 19.12.2025
სამართალი

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

16:59; 19.12.2025
სამართალი

ბიჭიკო პაიკიძე დააკავეს

16:49; 19.12.2025
საზოგადოება

სამეგრელოში ხანძარს დედა-შვილი ემსხვერპლა

16:29; 19.12.2025
ფინანსები

თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა

16:02; 19.12.2025
ფინანსები

საქართველოს ბანკის ბიზნესკურსს ახალი კურსი დაემატა

15:42; 19.12.2025
საზოგადოება

უვარგისი გაყინული ქათმის ხორცი საქართველოს საზღვრიდან ექსპორტიორ ქვეყანაში გააბრუნეს

15:07; 19.12.2025
საზოგადოება

რიონისპირა მდებარე ავარიული სახლის ფრაგმენტი ჩამოიშალა

14:56; 19.12.2025
პოლიტიკა

“საკანონმდებლო ცვლილებით “ოცნება” ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირებს დამოუკიდებელ სუბიექტებად აღიარებაზე უარს ეუბნება”

14:24; 19.12.2025
ფინანსები

საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადი 500-ზე მეტმა სტუდენტმა შეავსო

14:07; 19.12.2025
საზოგადოება

ისანში საცხოვრებელ სახლში ხანძარია _ კადრებო სოციალურ ქსელში ვრცელდება

13:29; 19.12.2025
სამართალი

პენიტენციური სამსახური ზურაბ ჯაფარიძის საპატიმროდან გათავისუფლების საკითხზე განცხადებას ავრცელებს

13:22; 19.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

10:41; 15.12.2025
0

“მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

14:46; 14.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო