ქობულეთში გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა. გამგეობის მხარდაჭერით სხვადასხვა აქტივობა გაიმართა.
გამწვანებისა და დასუფთავების სამსახურების ორგანიზებით გამწვანებისა და დასუფთავების აქციები ჩატარდა. დასუფთავდა ფიჭვნარის მწვანე ზოლი, ასევე დაირგო კლიპტომერიის ნერგები.
აქციაში მონაწილეობა ქობულეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა მიიღეს.
კულტურის ცენტრის ორგანიზებით ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ფლეშ-მობი გაიმართა, რომელიც საზოგადოების ცნობიერების გაზრდასა და გარემოს დასაცავად მიმართულ ქმედებებში მათი ჩაბმას ისახავდა მიზნად.