სოციალური ქსელ Facebook-ის წევრი კოკი კვერნაძე ერთ-ერთ ჯგუფში ავრცელებს გურული მონადირეების მიერ ნათქვამ სახალისო ფრაზებს.
“გურია ნიუსი” პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
– სასტაული ძაღლი მყავს, სროლას რაფერც დავაპირებ, გეიქცევა უცფათ და სანამ ჩამუარდება იხვი, მანამდი მეიყვანს.
– რაია ძამა ერთმანეთი მეინადირეთ შენ და შენმა ძაღლმა? აფერი რომ არ მოგაქვენ.
– სამალიოტი თუ დეინახე ბიძია არ დუუწყო სროლა, არ იჭუმა მაი.
– ამფერი აბდალა ძაღლი გინახიენ? იმფერი კუდგაქიცინებული გეიქცევა რაცხას მოსატანად, ნახევარს ვერ ვართუმ.
– რაფერ სროლილობ ბიჯო, გასკტა ცაში ყოლიფერი სიცილით.
– განვადებით გამეიყვანე ძამა აი ძაღლი, თუ რეიზა არ მირბის შენ ნასროლზე?
– ლომს მევინადირებ იმფერი ძაღლი მაჩუქა სიმამრმა, მარა რათ გინდა, არაა აი ლომი გურიაში და რაფერ?