https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

  • ფეისბუქსტატუსები

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ერდოღანმა შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები თანამდებობებიდან გაათავისუფლა

    დონალდ ტრამპი ირანზე – ან შეთანხმებას მივაღწევთ, ან ძალიან მკაცრი ნაბიჯების გადადგმა მოგვიწევს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დოკუმენტები მზადაა

    სერგეი ლავროვი – თუ ევროპა რუსეთს თავს დაესხმება, სრულმასშტაბიან სამხედრო პასუხს მიიღებს

    ნიპა ვირუსით გარდაცვალების შემთხვევა კიდევ ერთ ქვეყანაში დაფიქსირდა (უცხოეთი)

    მილანში ოლიმპიურ სოფელთან პოლიციელებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

  • ფეისბუქსტატუსები

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ერდოღანმა შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები თანამდებობებიდან გაათავისუფლა

    დონალდ ტრამპი ირანზე – ან შეთანხმებას მივაღწევთ, ან ძალიან მკაცრი ნაბიჯების გადადგმა მოგვიწევს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დოკუმენტები მზადაა

    სერგეი ლავროვი – თუ ევროპა რუსეთს თავს დაესხმება, სრულმასშტაბიან სამხედრო პასუხს მიიღებს

    ნიპა ვირუსით გარდაცვალების შემთხვევა კიდევ ერთ ქვეყანაში დაფიქსირდა (უცხოეთი)

    მილანში ოლიმპიურ სოფელთან პოლიციელებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“გავიცანი გადაბრაწული ციცაი მერილუ” _ უცნობი ფაქტები გურული მოჯირითეების შესახებ

7:08; 7.08.2017
ისტორია
Share on FacebookShare on TwitterEmail

 2003 წლის 18 სექტემბერს ვაიომინგის შტატის პატარა ქალაქ ქოუდიში შედგა ქოუდისა და ლანჩხუთის დაძმობილების აქტის ხელმოწერა. ამ მოვლენის ერთ-ერთი ორგანიზატორი თავად გახლდით, ამავე დროს გრანტის მეშვეობით საშუალება მომეცა ჩამეტარებინა კვლევა_ძიება ქ. ქოუდის ბაფალო ბილის ისტორიულ ცენტრში, სადაც გურული მხედრების შესახებ უამრავი მასალა მოვიპოვე.

ამ ქალაქს 1896 წელს საფუძველი ჩაუყარა უილიამ ფრედერიქ ქოუდიმ, იგივე ბაფალო ბილმა, გურული მოჯირითეების ,,ხაზეინმა”, მხედრების უმრავლესობა კი ლანჩხუთიდან იყო, ამიტომაც დაუკავშირდა ეს ორი ქალაქი ერთმანეთს. დაძმობილების ამ ღირსშესანიშნავ ამბავს წინ უძღოდა გურული ცხენოსნების განსაცვიფრებელი ისტორია, რომელიც 1892 წელს დაიწყო, მაშინ პირველად ქართველი მხედრები ინგლისში შეუერთდნენ ბაფალო ბილის უაილდ უესთ შოუს_ველური დასავლეთის შოუს, ხოლო 1893 წელს კი ისინი აშშ_ში ჩავიდნენ.

ქართველი ცხენოსნების გამოსვლა უაილდ უესთ შოუს მთავარ წარმოდგენად ითვლებოდა. ასეთივე ინტერესს მხოლოდ ინდიელები და ქაუბოები იმსახურებდნენ, მიუხედავად იმისა რომ იქ მსოფლიოს მრავალი ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა. საყურადღებოა, რომ ყოველი რესპექტაბელური შოუ თავს მოვალედ თვლიდა, რათა აუცილებლად ჰყოლოდა ე.წ. კაზაკების ჯგუფი. გურულებს სხვადასხვა მიზეზთა გამო ეძახდნენ კაზაკებს, უმთავრესი ის გახლდათ რომ ჩვენი ქვეყანა მაშინ რუსეთის იმპერიაში შედიოდა და აქედან გამომდინარე ყოველი მისი მოქალაქე რუსად მოიაზრებოდა.

გურულები 30 წელზე მეტ ხანს გამოდიოდნენ ამერიკული ცირკებისა და შოუების არენებზე, მოიარეს თითქმის მთელი მსოფლიო, მოიპოვეს საყოველთაო აღიარება და დიდი გავლენა იქონიეს ქაუბოებზე. ,,ველური” დასავლეთის ცნობილი  მკვლევარი და ისტორიკოსი დი ბრაუნი წერდა: `ცხენზე ჯირითი როდეოში შემოიტანეს თავზეხელაღებულმა კაზაკებმა. კაზაკების თავბრუდამხვევი ტრიუკებით დაინტერესებულმა ქაუბოებმა ეს გაითავისეს და შემდგომ თავისებური ვარიანტი წარმოადგინეს ამერიკულ როდეოში.~

საქართველოში გავრცელებული აზრის მიუხედავად, გურულებს საზღვარგარეთ საკუთარი ცხენები არ მიჰყავდათ (მარტო ერთი მხედრის გადაყვანა ევროპიდან ამერიკაში ჯდებოდა 320 დოლარი, რაც მაშინ უზარმაზარი თანხა იყო. თანაც რამდენადაც ვიცი, არსებობდა კარანტინი ცხოველების შეყვანაზე ამერიკაში), მათ შოუს ცხენები ეძლეოდათ. ლონდონის Daily  Telegraph–ის 1892 წლის 2 ივნისის ნომერში ვკითხულობთ:”…მათ თან არ ჩამოუყვანიათ თავისი ბანჯგვლიანი, ველური პატარა ბედაურები. ერლს ქორთში ისინი თავის სასწაულებრივ ტრიუკებს წარმოადგენენ ინდიელთა პონებზე”. აღნიშნავდნენ რა, რომ კაზაკებს ყველაფრის გაკეთება შეუძლიათ ცხენზე (განსაკუთრებით აოცებდათ თავყირა დგომი გაჭენებულ ცხენზე), ამავე დროს მიუთითებდნენ რომ მათ არ შეუძლიათ გაუხედნავ ცხენზე ჯირითი ისე, როგორც ქაუბოებს და ინდიელებს, ამიტომაც ხშირად გურულებს ბრწყინვალე აკრობატებს უწოდებდნენ. ამერიკელი ისტორიკოსი სერა ჯეი ბლექსთოუნი წერდა, რომ შოუს ცხენებს სჭირდებოდათ გარკვეული დრო, რათა მიჩვეულიყვნენ იმ უცნაურ ილეთებს, რასაც გურული ,,კაზაკები” აკეთებდნენ.

,,… ქალაქში ჩამევიდა დიდი ცირკი იანკები შოვს რომ უძახიან კვირა დღე იყო. მე და ჩემი აფხანაკები სეირის საყურებლათ…. ვეებერთელა ვაკე ადგილი იყო. ირგვლივ ხალხი იჯდა. ამფერი ცირკი მისდღემჩი არ მქონდა ნახული. იმხელა იყო კაცი კაცს ხმას ვერ მიაწდენდა… ჯირითობდენ სალდათები გერმანელები ფრანცუზები…. სიდან არ იყვენ ჩამოსულები… ინდიელები გამოჩდენ ღრიალით დააყაჩაღენ თეთრი ფერმერები. მერე მევიდა ჯარი. სულზე მიუსწრენ. ჯარი სროლილობდა ტყვიას და ყვიროდენ სა გაგვექცევა მაი ინდიელებიო….  ერთიანად გაჟუჟეს იგენი. ატყდა დიდი ტაში. ყმაყოფილი დავრჩით.“ (ეს ნაწყვეტი ამოღებულია უცნობი გურული მოჯირითეს დღიურიდან, რომელსაც ჩემმა ქალიშვილმა სალომემ მიაკვლია ნიუ_იორკში. ეს დღიური გამოვეცი სათაურით ,,ერთხელ ამერიკაში”).

თავის დროზე ჩვენი ცოდნა ,,ველური” დასავლეთის, ინდიელებისა და ინდიელთა ომების შესახებ მხოლოდ გერმანულ-რუმინულ-იუგოსლავიური წარმოების მდარე და უსუსური ვესთერნებით, გოიკო მიტიჩითა და ლეონარდ პელტიერით შემოიფარგლებოდა. მას შემდეგ რაც მე_19 საუკუნის ბოლოს ინდიელები ,,მოარჯულეს” და ცოცხლად გადარჩენილები რეზერვაციებში შეყარეს (დღეს თეთრკანიანები ინანიებენ ძველ ცოდვებს და პატიებას სთხოვენ ამერიკის მკვიდრ მოსახლეობას), ბევრი მათგანის სულისმოსათქმელ და ფულის გასაკეთებელ საშუალებად ველური დასავლეთის შოუ იქცა. ბევრი ცნობილი ინდიელთა ბელადი და მეომარი, მათ შორის მჯდომარე ხარი, შავი ცხენ_ირემი და ჯერონიმო, ამ წარმოდგენებში მონაწილეობდა. ხშირად ისინი თავისი პოპულარობით ჩრდილავდნენ ამერიკის ყოვლისშემძლე ადამიანებს. მაგალითად, 1905 წელს ჯერონიმო, როგორც საპატიო სტუმარი, მიიწვიეს პრეზიდენტ თეოდორ რუზველთის ინაუგურაციისადმი მიძღვნილ აღლუმში. როგორც თანამედროვეები აღნიშნავენ პრეზიდენტი აღარავის აღარ ახსოვდა. ყველას სურდა ჯერონიმოს გასაუბრებოდა და ხელით შეხებოდა. ამ ლეგენდარულმა მეომარმა იმ დღეს უამრავი ავტოგრაფი დაარიგა_თითო 25 ცენტად. ინაუგურაციის შემდეგ ჯერონიმო შეხვდა პრეზიდენტს და სთხოვა რეზერვაციიდან საკუთარ სახლში, არიზონაში დაებრუნებინა, მაგრამ პრეზიდენტმა იგი უარით გაისტუმრა. ცნობილია ფოუნი ბილის შოუს 1905 წლის პლაკატი (ჩემი დაინტერესება გურული ,,კაზაკებისადმი” ჟურნალ National Geographic -ში დაბეჭდილი ამ პლაკატით დაიწყო), სადაც ცენტრში გამოსახულია პრერიის ინდიელთა თავსაბურავით შემკობილი აპაჩი ჯერონიმო (სინამდვილეში აპაჩები პრერიებში არ ბინადრობდნენ და ასეთ თავსაბურავს არ ატარებდნენ), პლაკატის მარცხენა მხარეს, ზედა კუთხეში კი გამოსახულია ,,კაზაკი პრინცი” ლუკა ჩხარტიშვილი (prince /ინგლ./-თავადი. ასე მოიხსენიებდნენ მოჯირითეთა გუნდების მეთაურებს, მიუხედავად იმისა, თუ რა წარმომავლობა ჰქონდათ, მოჯირითეები კი უმთავრესად გლეხები იყვნენ. ეს, რაღა თქმა უნდა, კეთდებოდა მაყურებელთა ინტერესის გასაღვივებლად).

საერთოდ, ურთიერთობა გურულებსა და შოუს სხვა მონაწილეებს შორის თბილი იყო. ყველაზე უფრო ჩვენებურები ბურებთან და ინდიელებთან მეგობრობდნენ. ამერიკული გაზეთი New York Daily Tribune 1901 წლის 14 აპრილს იუწყებოდა: `პრინც ლუკას ბრწყინვალე ჯირითი მთავარი სანახაობაა ბაფალო ბილის შოუსი. პრინცი ჩამოვიდა ბათუმიდან… იგი შოუს შეუერთდა 9 წლის წინათ. ლუკამ გვითხრა, რომ პრინცი მას თანამემამულეებმა შეარქვეს, ისევე როგორც ინდიელები არქმევენ თავის ბელადებს სახელებს, თუმცა იგი თავადი არ არის, მაგრამ ეს წოდება არავისთვის შურის საგანი არ გამხდარა… მთელ შოუში არ მოიძებნება მასზე უფრო ამაყი ადამიანი, მისი ყველაზე დიდი მეგობარია ინდიელთა ბელადი შავი მელია…”

გასაჭირში გურულები და ინდიელები ხშირად ეხმარებოდნენ ერთმანეთს. აი, რას წერს უცნობი გურული მოჯირითე: ,,ფილადელფიაში ჩევედით მეორეჯერ მოვხთი იქინე ბევრი ნაცნობები დამხთა. გავიცანი ერ გადაბრაწული ციცაი მერილუ… მე მანიკოს ვუძახდი ჩვენებურათ. გადმეკიდა ერ იტალიელი აი ჩემი ქალიაო მანიკომ უთხრა დამთავრდა ჩვენს შორის ყოლისფერი დამეთხუეო, მაშვინ მთლა გასკტა გულზე არ დიეთხუა მე გასუმ მე გაჭუმო უჩივის. რა ბიძია ყრუი ხომ არ ხარ არ უნდიხარ მეთქი ვუთხარი რაცხა მომაძახა იტალიურად. რას პრაწავ მაგ თვალებს მეთქი გამეიწია მომიქნია მუშტი და მომხთა თვალში ეგონა დავეცემოდი. ცალი თვალი დამეფსო მარა უცფათ ვდღლიზე და ვაყრევინე კპილები გამოენთო მისი აფხანიკები ბედად შოვის კაცები იყვენ ორი მექსიკელი და ინდიელი შეიქნა ნამეტარი ბდღვნაი ძლივს გაგვაშორეს”. მაგრამ იქვე აღნიშნავს: ,,ინდიელებს უყვართ ნამეტარი სმაი და …ზოგიერთი ინდიელი რუსივითაა ეიმყრალებენ ვისკით პირს მთლა დაკარქავენ გონებას ნამეტარი გლახა თრობა იციენ…” სიფხიზლით მაინცდამაინც არც გურულები გამოირჩეოდნენ, ერთი ამერიკული გაზეთი აღწერს შემთხვევას, როდესაც დილაუთენია ცხრის ნახევარზე ვინმე მიულერის სალუნში იქ მყოფთ შიშის ზარი დასცა წითელი ღვინით გამომთვრალმა კაზაკმა. იგი ხანჯლით ემუქრებოდა მოქალაქეებს და სალუნიდან აგდებდა, მისი ამხანაგები ცდილობდნენ მის დამშვიდებას, მაგრამ ამაოდ. მოვიდა პოლიციელი და მთვრალი ხანჯლით მისკენაც გაიწია. იგი წაიყვანეს პოლიციაში და ელოდებოდნენ მის გამოფხიზლებას, რათა დაეკითხათ.

`…აქ გაიმართა დოღი კაზაკებს, ინდიელებს, მექსიკელებსა და არაბებს შორის, რომელიც ველური სტეპების მაცხოვრებელთა გამარჯვებით დასრულდა.~ (Minneapolis Journal 1896 წ. 15 სექტემბერი) წაგებისაგან გულმოსული ინდიელები ხშირად ჩხუბს იწყებდნენ გურულებთან, თუმცა ბოლოს ყველაფერი სუფრით მთავრდებოდა.

გურულებისა და ინდიელების მადის შესახებ წერდნენ, რომ მათ ქვა რომ გადააყლაპო, იმასაც მოინელებენო. ბაფალო ბილის შოუს მთავარი მზარეული ერთ საგაზეთო ინტერვიუში ამბობდა:,, …ჩვენ ყოველდღე ვამზადებთ 800_დან 1000_მდე ბიფშტექსს… ო, ბიჭები ბიფშტექსის ნამდვილი მტრები არიან! კაზაკებს და ინდიელებს ხორცი უნდათ სამჯერ დღეში და ისინი მას ღებულობენ!”

შოუს უკლებლივ ყველა მონაწილე_ქაუბოი, ინდიელი, არაბი თუ მექსიკელი ჟურნალ_გაზეთებს უყვებოდა გამოგონილ, უმეტესწილად სისხლიან ისტორიებს საკუთარი თავის შესახებ, არც გურულები ჩამორჩებოდნენ მათ. სხვადასხვა გაზეთებისათვის მიცემულ ინტერვიუში ლუკა ჩხარტიშვილი სიამაყით ჰყვებოდა თუ როგორ მოკლა თავდაცვის მიზნით დონის კაზაკი, სხვადასხვა ვერსიაში მოკლულ მტერთა რიცხვიც იცვლებოდა ერთიდან ოცამდე.

გურულების და ინდიელების ურთიერთობის ყველაზე საინტერესო მაგალითი გაზეთმა შტ. St. Louis Daily Globe Democrat –მა დაბეჭდა (თავისუფალ დროს ისინი ერთად თამაშობდნენ ბანქოს, მაგიდის ჩოგბურთს და რა თქმა უნდა, სვამდნენ). მისი თქმით ამერიკაში შეიქმნა ყველაზე უცნაური გოლფ_კლუბი, რომელშიც გაერთიანებული იყო ფოუნი ბილის უაილდ უესთ შოუს 9 წევრი: ინდიელები, ფილიპინელები, იაპონელები, მექსიკელები და ამერიკელი ქაუბოები. კლუბის პრეზიდენტად კი არჩეულია პრინცი ლუკა. ასე რომ, გურული გლეხები და ამერიკელი აბორიგენები ერთად ეზიარნენ შოტლანდიელების მიერ შემოღებულ ამ არისტოკრატიულ სპორტს…

ამერიკაში ყოფნისას დაძმობილებისადმი მიძღვნილ დიდ სუფრაზე შევხვდი მონტანას შტატში მცხოვრებ ქროუს ინდიელთა ბელადს უილიამ ბიგ დეის, რომელიც ოჯახითურთ გვეწვია. ბევრი ვისაუბრეთ, ვაჩუქე ჩემი წიგნის ,,უაილდ უესთის მხედრები” ინგლისური ვარიანტი, ვაჩვენე სხვადასხვა ფოტოები; ერთ_ერთ მათგანზე, სადაც ინდიელები და გურულები არიან გამოსახულნი, მან ქროუს ინდიელი ,,ცეცხლოვანი დათვი” ამოიცნო. ბიგ დეიმ მითხრა რომ მის ბავშვობაში მონტანას შტატში, ვაიომინგის საზღვართან ახლოს, ცხოვრობდა ერთი წვერებიანი კაცი, რომელსაც ,,რაშენს” ანუ რუსს ეძახდნენ, სავარაუდოდ იგი უაილდ უესთ შოუში გამოდიოდა. ისიც მითხრა რომ მას გრძელი ხმალი ჰქონდაო. სამწუხაროდ ,,რაშენის” არც სახელი და არც გვარი არ იცოდა. მორიგი სადღეგრძელოს შემდეგ ბელადს ვუთხარი რომ ჩვენ ალბათ ნათესავები ვართ მეთქი (მხოლოდ მაშინ დაეტყო მის აუღელვებელ სახეს გაკვირვება), რადგან არსებობს ჰიპოტეზა, რომ უხსოვარ დროს ინდიელთა შორეული წინაპრები ამერიკის კონტინენტზე ზუსტად კავაკასიიდან გადასახლდნენ. აღმოჩნდა, რომ ინდიელებს ჩვენებურად უყვართ მწვანილი და მისალმებისას ერთმანეთს გამარჯვებას უსურვებენ…

ბოლოს ქართული ღვინით, ბიზონის სტეიკითა და ახლადშეძენილი ,,ნათესავით” კმაყოფილი ბელადი თბილად დაგვემშვიდობა.

 ირაკლი მახარაძე

 

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

ისტორია

ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

11:25; 5 თებერვალი, 2026
ისტორია

ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

10:45; 14 იანვარი, 2026
ისტორია

“ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

15:02; 12 იანვარი, 2026
ისტორია

“ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

12:35; 4 იანვარი, 2026
ისტორია

გურული ისტორიები

10:27; 18 დეკემბერი, 2025

სასამართლომ შშს-ს გიორგი კლდიაშვილის შესახებ გავრცელებული ცილისმწამებლური ინფორმაციის უარყოფა დაავალა

საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მატება

ყველა სიახლე

პოლიტიკა

რა გამოწვევები გამოიკვეთა სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისიის პირველი სხდომაზე

18:54; 11.02.2026
სამართალი

სასამართლომ ,,ქურდული სამყაროს“ წევრობის და ,,ქურდული სამყაროს“ წევრზე მიმართვის ფაქტებზე 6 პირი დამნაშავედ ცნო

18:18; 11.02.2026
ფინანსები

რწმენით დაპყრობილი მწვერვალები: ქართველი ქალი მთამსვლელების ისტორიები უშბაზე

17:51; 11.02.2026
სამართალი

“ორ დაზარალებულს ჩაქუჩით მრავლობითი დაზიანებები მიაყენა”-ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

17:39; 11.02.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:19; 11.02.2026
საზოგადოება

ოზურგეთში გამოვლინდა ორი ობიექტი, სადაც ხორცსა და ხორცპორდუქტებს კუსტარულად აწარმოებდნენ

17:12; 11.02.2026
პოლიტიკა

ევროკავშირმა ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებას მხარი დაუჭირა

15:39; 11.02.2026
პოლიტიკა

4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრალდებული 13 პირის პროცესიდან ადვოკატი გააძევეს

15:27; 11.02.2026
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში – ვიდეო ადგილიდან

15:00; 11.02.2026
საზოგადოება

სეს-მა არალეგალური სასაკლაოები და კვერცხის საწარმო გამოავლინა

14:49; 11.02.2026
საზოგადოება

გამოიდარებს თუ არა უახლოეს დღეებში- მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი

14:44; 11.02.2026
საზოგადოება

უკანონო ტყითსარგებლობის 127 ფაქტი გამოავლინეს

14:24; 11.02.2026
სამართალი

ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მონაწილეობის ფაქტზე სამ პირს, ხოლო დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს

14:15; 11.02.2026
ზაფრანი

ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომელთათვისაც 2026 წლის თებერვლის ბოლო განსაკუთრებით წარმატებული იქნება

13:25; 11.02.2026
სამართალი

ავალიანის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი მოზარდის ადვოკატი ადასტურებს, რომ პროკურატურის კადრებში მისი დაცვის ქვეშ მყოფია

13:02; 11.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

11:42; 11.02.2026
0

“სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

11:17; 10.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო