გაზპრომმა ლატვიისთვის გაზის მიწოდება შეაჩერა. კომპანიამ ქვეყანა შესყიდვის პირობების დარღვევაში დაადანაშაულა, თუმცა არ დაუკონკრეტებია რა შეთანხმების დარღვევას გულისხმობს. – ამის შესახებ BBC წერს.
ლატვიაში გაზი ენერგიის მოხმარების მხოლოდ 27%-ს შეადგენს. ლატვიის ეკონომიკის მინისტრმა ედიჯს საიკანსმა, ახალი ამბების სააგენტო Reuter განუცხადა, რომ გაზპრომის ამ ნაბიჯს ქვეყანაზე დიდი გავლენა არ ექნება.
„გაზპრომმა“ ოთხშაბათს მკვეთრად შეამცირა გაზის მიწოდება ევროპაში „ჩრდილოეთის ნაკადის“ გავლით მისი სიმძლავრის დაახლოებით 20%-მდე.
ევროკავშირი უარყოფს რუსეთის მოთხოვნას, რომ წევრმა ქვეყნებმა გაზპრომის გაზის საფასური რუბლით და არა ევროთი გადაიხადონ. ევროკავშირი აცხადებს, რომ არ არსებობს კონტრაქტის პირობა რუბლის გადახდაზე.
ხუთშაბათს ლატვიურმა გაზის კომუნალურმა კომპანიამ Latvijas Gaze განაცხადა, რომ ის ყიდულობს რუსულ გაზს, მაგრამ იხდის ევროში.
რუსეთის მიერ უკრაინაში თებერვლის შეჭრისა და დასავლეთის სანქციების გამკაცრების შემდეგ, გაზპრომმა შეაჩერა გაზის მიწოდება ბულგარეთში, ფინეთში, პოლონეთში, დანიასა და ნიდერლანდებში რუბლით გადაუხდელობის გამო. რუსეთმა, ასევე შეაჩერა გაზის გაყიდვები Shell Energy Europe-ს გერმანიაში.
ევროკავშირი ახლა ცდილობს გაზარდოს გაზის იმპორტი სხვაგან, მათ შორის თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) ნორვეგიიდან, ყატარიდან და აშშ-დან.
ევროკავშირი რუსეთს გაზის ექსპორტის იარაღად გამოყენებაში ადანაშაულებენ, იმ სანქციების საპასუხოდ, რომელიც დასავლეთმა რუსეთს უკრაინაში შეჭრის გამო დაუწესა.
ავტორი