თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელის დასჯის მოთხოვნით „ქართული ოცნების“ ოფისთან პანკისელები აქციას მართავენ.
„აქ მოვედით, რომ პასუხი მოვითხოვოთ საკუთარ სახლში მშობლების წინ, მხეცურად მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის გამო.
ამდენი ხანია ელოდება საზოგადოება გამოძიებას, სვამს კითხვებს და ელოდება პასუხს, მაგრამ თქვენი მხრიდან არის დანაშაულებრივი დუმილი.
საზოგადოებას გააჩნია ლეგიტიმური უფლება დაგდოთ თქვენ ბრალი ამ მკვლელობაში.
გეყოთ იმდენი ვაჟკაცობა, რომ ერთი ადამიანი მაინც გამოხვიდეთ შენობიდან და მალხაზ მაჩალიკაშვილს ჩახედოთ თვალებში და გასცეთ პასუხი. ქართველი ხალხი ამას არ გაპატიებთ“, _აცხადებენ აქციაზე.