გერმანია საფრანგეთის ახალ პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს წარმატების მიღწევაში უნდა დაეხმაროს. აღნიშნული განცხადება REUTERS-ის ცნობით, გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა გააკეთა.
მაუწყებლის ინფორმაციით, მერკელი იმედი გამოთქვა, რომ, მაკრონი შეძლებს საფრანგეთში უმუშევრობის პრობლემას ებრძოლოს და დასძინა, რომ პოპულისტების წინააღმდეგ ბრძოლის საუკეთესო გზა პრობლემის მოგვარებაა.
როგორც ცნობილია, საფრანგეთში უმუშევრობა 9.6 %-ზე მაღალია.
გავრცელებული ინფორმაციით, სამშაბათს, მაკრონი პროფკავშირებს შეხვდება შრომითი რეფორმების განსახილველად.