გერმანიაში კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციების უმეტესობას მარტში დაასრულებენ. ამის შესახებ ინფორმაციას euronews ავრცელებს.
გერმანიაში სამსაფეხურიანი გეგმა დაამტკიცეს კანცლერმა ოლაფ შოლცმა და ქვეყნის 16 შტატის გუბერნატორმა, რადგან ოფიციალური მონაცემები აჩვენებს, რომ გერმანიის COVID-19 ინფექციის მაჩვენებელი იწყებს კლებას.
გავრცელებული ინფორმაციით, შემსუბუქება უნდა დაიწყოს იმ წესების გაუქმებით, რომლებიც ხელს უშლიდნენ ადამიანებს ვაქცინაციის ან გამოჯანმრთელების მტკიცებულების გარეშე შესულიყვნენ სხვადასხვა დაწესებულებებში.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, 4 მარტიდან რესტორნებში, ბარებში შესვლის წესები გამარტივდება და შესასვლელად უარყოფითი კოვიდტესტის პასუხი საკმარისი იქნება.