გერმანიის ციხიდან ქართველი პატიმარი გაიპარა – ბავარიის რეგიონში ფართომასშტაბიანი სამძებრო ოპერაცია მიმდინარეობს. სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან 37 წლის ვაჟა ბურჯანაძე 36 წლის თურქ პატიმართან ერთად გაიქცა.
გერმანული მედიის ცნობით, მსჯავრდებულებმა ციხის ეზოში სეირნობის დროს ღობეზე გადაძრომა მოახერხეს.
ბოლოს გაქცეული პატიმრები მემინგენის ერთ-ერთ ქუჩაზე შენიშნეს.
სამძებრო ოპერაციაში ავიაციაცაა ჩართული.