ღამის კლუბში ხანძარის შედეგად სულ მცირე 51 ადამიანი დაიღუპა, 100-ზე მეტი ადამიანი კი დაშავდა. შემთხვევა ჩრდილოეთ მაკედონიაში მოხდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ქვეყანაში პოპულარული ჰიპ-ჰოპ დუეტის DNK-ის კონცერტს 1500-მდე ადამიანი ესწრებოდა, როცა ხანძარი გაჩნდა.
ქვეყნის პრემიერ- მინისტრმა მომხდარს უწოდა “რთული და ძალიან სევდიანი დღე” ქვეყნისთვის, რომელმაც ახლა ამდენი “ახალგაზრდა სიცოცხლე” დაკარგა.
პირველადი ინფორმაციით, ხანძარი პიროტექნიკური მოწყობილობების ნაპერწკლებიდან გაჩნდა.