გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი ამინდის პროგნოზის ბიუროს ხელმძღვანელმა დოდო გვაზავამ “გურია ნიუსს” განუცხადა, რომ საქართველოში 17 მარტამდე ცივი და ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. თოვლს და ყინვებს პროგნოზირებენ დასავლეთ საქართველოშიც, მათ შორის, გურიაშიც.
“მთელი საქართველო ცივი ჰაერის მასების გავლენის ქვეშ არის, ამიტომ დღეს და ხვალ ნალექი მოსალოდნელია უმეტესად თოვლის სახით არის. დღეს როგორც დასავლეთ ასევე აღმოსავლეთ საქართველოს რაიონებში შესაძლოა ინტენსიურად ითოვოს. დაბლობში უფრო თოვლჭყაპი იქნება. ცივი ჰაერის მასები შენარჩუნდება ხვალაც მთელ საქართველოს ტერიტორიაზე, ხოლო დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია კვლავ თოვა. ხვალ, დღის მეორე ნახევრიდან დედაქალაქში შეიძლება ნალექი შეწყდეს, მაგრამ ეციება, ქარი გაძლიერდება. ეს ხელს შეუწყობს აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონებში ნალექის შეჩერებას. რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს და მათ შორის გურიასაც, ეს კვირა მთლიანად რჩება ცივი ჰაერის მასების ქვეშ. ღამით თოვის ინტენსივობა შესუსტდება, მაგრამ გაგრძელდება უმეტეს რაიონებში, მათ შორის გურიაშიც. ღამით გაძლიერდება ყინვა. 13 მარტს ღამით მინიმალური ტემპერატურა ნულს ქვემოთ არის მოსალოდნელი, 17 მარტის ღამის საათებშიც ყინვები ნარჩუნდება”,_ ამბობს გვაზავა.
[sexy_author_bio]