შოვის სტიქიას გადარჩენილი დავით ჯელაძე ფეისბუქით გვაცნობს თავის დისშვილს, ტასის, რომელმაც რაჭაში მოვარდნილ ღვარცოფს დიდი ვაჟკაცობით გაუწია წინააღმდეგობა.
“იცანით?
ალბათ ვერა, მაშინ ძალიან ტალახიანი იყო… ეს ანასტასიაა, ჩემი უშიშარი და მებრძოლი.
ტასი 4 საათის განმავლობაში მარტო ებრძოდა ამ საშინელებას ებრძოდა, ებრძოდა და თან ხმამაღლა ტიროდა, ტიროდა და იძახდა “ღმერთო, გადაგვარჩინე, არ მინდა სიკვდილი.” ეს სიტყვები სულ ყურში ჩამესმის.
მიყვარხარ, ჩემო უშიშარო!” – წერს დავით ჯელაძე