“სამი ვერტმფრენი უკვე შეძენილია და ხდება მისი ეტაპობრივი მოწოდება, ამიტომ ამ კითხვაზე პასუხი გაცემულია – შეძენილია. _ ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
ხელშეკრულება დაიდო თუ არ ვცდები ალბათ შარშან. დღეის მონაცემებით სამი ვერტმფრენი შეძენილია და ველოდებით მათ მოწოდებას. მეორე საკითხი არის მანიპულაციური დაკავშირება ამ საკითხის [შოვის] სტიქიასთან. თქვენ დღესაც კიდევ ერთხელ მოისმინეთ საგანგებო სამსახურის ხელმძღვანელის ბრიფინგი სადაც ის საუბრობდა, თუ როგორ მოხდა ვერტმფრენების მობილიზება, რომ ადგილზე იყვნენ, დღის განმავლობაში სამი საათის განმავლობაში შეეძლოთ მუშაობა აირს დრონები სპეციალური, მათ შორის სითბური აღჭურვილობით, ასე რომ ყველა სამაშველო ამოცანა, რაც იყო დასახული ყველა შესრულდა. ერთია, რომ ვერტმფრენები შეძენილია, მეორე არის მანიპულაციური დაკავშირება..თუ ვერტმფრენები გაინტერესებთ ვერტმფრენები შეძენილია. თქვენ თუ ცდილობთ, საკითხი მანიპულაციურად დაუკავშიროთ სტიქიას… ვერტმფრენზე თუ გაინტერესებთ დამატებითი ვერტმფრენები შეძენილია, თუ გაინტერესებთ არ არსებობს თუ არ ქვეყანაში ვერტმფრენები მე მგონი თქვენი თვალით იხილეთ ის ვერტმფრენები, რომლებიც მუშაობდნენ სტიქიის ზონაში. ამის დაკავშირება სტიქიასთან არის მანიპულაცია” _ ამბობს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი.