|
80 წლის იუბილე მართლაც გამორჩეული და ღირსეული თარიღია. ჟანა საბაშვილმა ათეული წლები ღირსეულად და ამაყად ატარა მასწავლებლის საპატიო წოდება, თაობები აღზარდა და მთელი თავისი ცხოვრება უშურველად გასცემდა ცოდნას. გილოცავთ ღირსეულად განვლილ წლებს, ჟანა მასწავლებელო! თქვენი გამორჩეული გონება და ცოდნა დღემდე დაუვიწყარია ჩვენთვის! განსაკუთრებული პატივისცემის ღირსია თქვენი ამაგი და თავდადება, რომელიც შვილებსა და შვილიშვილებს მიუძღვენით. თქვენ მუდამ მათი მფარველი და საყრდენი იყავით. მადლობა თქვენს დიდ გულსა და უსაზღვრო ენერგიას! თქვენი გაუტეხელი სულით დამსახურებულად მოიპოვეთ ხალხის სიყვარული და პატივისცემა. გისურვებთ ჯანმრთელობას, მხნეობას სიმშვიდესა და ბედნიერებას! იხარეთ თქვენი შვილებისა და შვილიშვილების წარმატებებით!უდიდესი სიყვარულითა და პატივისცემით, შემოქმედის საჯარო სკოლის პედაგოგიური კოლექტივი.” – მისალოც ტექსტს შემოქმედის საჯარო სკოლის დირექცია ფეისბუქზე აქვეყნებს. |
Developed By Web Features 2026 © All rights reserved

































































